პეპტიკური წყლული (საჭმლის მონელების დარღვევები) | მკურნალი.გე
  1. პეპტიკური წყლული (საჭმლის მონელების დარღვევები)
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
პეპტიკური წყლული (საჭმლის მონელების დარღვევები)

პეპტიკური წყლული არის კუჭის ან წვრილი ნაწლავის (თორმეტგოჯას) ამომფენი ზედაპირის ეროზია, რომელიც ვითარდება კუჭის წვენის მჟავიანობის მომატების, კუჭის დამცავი ფენის დაზიანების ან ორივე მიზეზის გამო.

პეპტიკური წყლულით იშვიათად ავადდებიან ბავშვები მოზრდილებთან შედარებით. მოზრდილებში პეპტიკური წყლულის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები და Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექცია. წყლული უფრო ხშირად უვითარდებათ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც აქვთ პეპტიკური წყლული, აგრეთვე – რომელთა მშობლებიც არიან მწეველები. მოზარდებს, რომლებიც სვამენ ალკოჰოლს ან ეწევიან სიგარეტს, აგრეთვე უფრო ხშირად უვითარდებათ წყლულები. ბავშვებს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაუჩნდეთ წყლული ძლიერი ავადმყოფობისას, მაგალითად, დამწვრობის, ტრავმებისა და დაავადებების შემდგომ. ეს წყლულები მიიჩნევა სტრესულ წყლულებად.

წყლულის მქონე ჩვილი მოუსვენარი და აგზნებულია კვების დროს და შემდგომ. უფროს ბავშვებთან წყლულები, როგორც წესი, იწვევენ მუცლის ტკივილს. ნებისმიერ ასაკში პეპტიკური წყლული შეიძლება გასკდეს (პერფორაცია), განვითარდეს სისხლდენა ან ბლოკადა (ობსტრუქცია). პეპტიკური წყლულის დიაგნოზი, მკურნალობა და გართულებები მსგავსია ბავშვებსა და მოზარდებში.