შუა ყურის სეკრეტორული ოტიტი (შუა ყურის სერიოზული ოტიტი) გამოიხატება სითხის დაგროვებით დაფის აპკის უკან.
შუა ყურის სეკრეტორული ოტიტი ხშირად შუა ყურის მწვავე ოტიტის გადატანის შემდეგ ვითარდება. სითხე, რომელიც მწვავე ინფექციის დროს გროვდება დაფის უკან, შეიძლება დარჩეს ინფექციის მორჩენის შემდეგ. შუა ყურის სეკრეტორული ოტიტი, შეიძლება, ადრე გადატანილი ყურის ინფექციის გარეშეც განვითარდეს. იგი შესაძლოა, გამოწვეული იყოს გასტროეზოფაგალური რეფლექსით, ასევე, ევსტახის მილის დახშობით, ინფექციის ან ადენოიდების არსებობის გამო. ალერგიის არსებობამაც შეიძლება ხელი შეუწყოს შუა ყურის სეკრეტორული ოტიტის განვითარებას. დაავადება უფრო ხშირია 3 თვიდან 3 წლის ასაკამდე.
ექიმები დიაგნოზს ადგენენ დაკვირვებით დაფის აპკის ფერის ცვალებადობასა და, აგრეთვე, ყურში ჩასული ჰაერის ზეწოლის შედეგად დაფის აპკის მოძრაობის ინტენსივობაზე. თუ დაფის აპკი არ მოძრაობს, მიუხედავად დაფის აპკის სიწითლისა და გამობერვის არარსებობისას, მცირე სიმპტომების ფონზე, სავარაუდოა ინფექციის არსებობა. თუ კვლევის შედეგები არ არის დამაჯერებელი, ექიმები ხშირად მიმართავენ ტიმპანომეტრიას. ტიმპანომეტრიის დროს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც შეიცავს მიკროფონს და ხმის წყაროს, ფრთხილად იდგმება ყურის არხში და ხმოვანი ტალღები ეჯახება დაფის აპკს სხვადასხვა სიძლიერით, იმის მიხედვით, როგორ იცვლება მოწყობილობის ზემოქმედებით ყურის არხზე ზეწოლა.
შუა ყურის სეკრეტორული ოტიტის დროს ნაკლებეფექტიანია ანტიბიოტიკებისა და სხვა ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორებიცაა დეკონგესტანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები ან ცხვირის აეროზოლები. თუმცა, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ის, შეიძლება, თავისთავად განიკურნოს.
თუ დაავადება პერსისტირებს და ბავშვების მდგომარეობა არ უმჯობესდება 3 თვის შემდეგაც, შეიძლება საჭირო იყოს ქირურგიული ჩარევა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასეთ შემთხვევებში აკეთებენ მირინგოტომიას. ამ პროცედურის ჩასატარებლად ექიმები აკეთებენ უმცირეს განაკვეთს დაფის აპკზე, იღებენ სითხეს, შიგნით დგამენ პატარა სავენტილაციო (ტიმპანოსტომია) მილს განაკვეთში და ამით უზრუნველყოფენ სითხის დრენაჟს შუა ყურიდან გარეთა ყურში. პარალელურად, შეიძლება ამოღებულ იქნეს ადენოიდები (ლიმფოიდური ქსოვილების გროვა, რომელიც მდებარეობს ყელისა და ცხვირის გასასვლელის შეერთების ადგილას). ზოგჯერ მირინგოტომია კეთდება მხოლოდ სითხის ამოსაღებად სავენტილაციო მილების ჩადგმის გარეშე. ამ პროცედურას უწოდებენ ტიმპანოცენტეზის.