კისერზე მასიური წარმონაქმნები არის შეშუპებული ადგილები, რომლებიც ცვლის კისრის ფორმას.
კისერზე მასიური წარმონაქმნები ძალიან ხშირია ბავშვებში. ყველაზე ხშირად ამის მიზეზია ერთი ან რამდენიმე გადიდებული ლიმფური ჯირკვალი. ლიმფური ჯირკვლები შეიძლება გადიდდეს შემდეგი მიზეზების გამო:
კისერზე მასიური წარმონაქმნების მიზეზი ზოგჯერ არის ცისტა (სითხით სავსე კისტა), რომელიც შეიძლება დაბადებისას უკვე არსებობდეს, მაგრამ იგი შესამჩნევი ხდება მოგვიანებით, მასში ანთებითი პროცესის ან ინფექციის განვითარების შემთხვევაში. კისერზე წარმონაქმნები შეიძლება იყოს კისრის დაზიანების, სანერწყვე ჯირკვლების ანთების ან არაკანცეროგენული (კეთილთვისებიანი) სიმსივნის განვითარების შედეგი. იშვიათად, მიზეზი შეიძლება იყოს ლიმფომა, ფარისებური ჯირკვლის სიმსივნე ან სხვა კანცეროგენული (ავთვისებიანი) სიმსივნე.
უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება. მათი არსებობა მშობლებს უფრო აწუხებთ, ვიდრე ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ ეს წარმონაქმნები. თუმცა, ინფიცირებული ლიმფური ჯირკვლები ან ცისტები შეიძლება გახდეს მგრძნობიარე და მტკივნეული.
ვინაიდან ბევრი მასიური წარმონაქმნი კისერზე გამოწვეულია ვირუსული ინფექციით და მკურნალობის გარეშე ქრება, ტესტების გაკეთება არ არის აუცილებელი, თუ ამ წარმონაქმნების პერსისტირება რამდენიმე კვირას არ გაგრძელდება. ექიმებმა შეიძლება, აიღონ ნაცხი ყელის უკანა ნაწილიდან იმისათვის, რომ ჩაატარონ ტესტირება ბაქტერიული ინფექციის გამოსვლენად ან გააკეთონ სისხლის ანალიზი, რათა დაადგინონ ისეთი დარღვევების არსებობა, როგორებიცაა ინფექციური მონონუკლეოზი, ლეიკემია, ჰიპერთიროიდიზმი ან სისხლდენის პრობლემა. შეიძლება გაკეთდეს რენტგენოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) იმის დასადგენად, ეს წარმონაქმნები სიმსივნე ან ცისტა ხომ არ არის, და დააზუსტონ, რამდენად დიდია და რა ფართობზე ვრცელდება ისინი. კანის სინჯი შეიძლება გაკეთდეს ტუბერკულოზის გასაკონტროლებლად და, აგრეთვე, კეთდება ბიოფსია იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა სიმსივნე კანცეროგენული.
მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ანტიბიოტიკები ეფექტიანია ინფიცირებული ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ. ვირუსული ინფექციების შედეგად განვითარებული წარმონაქმნები და დაზიანების შედეგად განვითარებული შეშუპება ქრება დროთა განმავლობაში. სიმსივნისა და ცისტების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მათი ამოღება.