კომუნიკაციის უნარის დარღვევები შეიძლება მოიცავდეს სმენის, ბგერების გამოცემის, ენობრივ, სიტყვებისა და აზრის გამოთქმის უნარის, მეტყველების დარღვევებს ცალ-ცალკე ან კომბინაციაში.
ბავშვების 10%-ზე მეტს აღენიშნება კომუნიკაციის უნარის დარღვევები. არსებობს ამ დარღვევების სხვადასხვა ტიპი:
ბგერების გამოცემის დარღვევები: სკოლის ასაკის ბავშვების 6%-ზე მეტს შეიძლება ჰქონდეს ბგერების გამოცემის პრობლემები, ხმის ჩახლეჩის პრობლემა. ეს პრობლემები შეიძლება აისახოს აკადემიურ მოსწრებასა და სკოლაში სოციალიზაციის პროცესზე. პრობლემები, ჩვეულებრივ, ვითარდება ბგერების გადაჭარბებული სიძლიერით გამოცემის ან არასწორად გამოცემის შედეგად. ამ დროს ხმოვან ქორდებზე შეიძლება გაჩნდეს პატარა კვანძები.
ეს კვანძები, ჩვეულებრივ, ქრება სათანადო თერაპიის შემდეგ და მხოლოდ იშვიათად შეიძლება იყოს საჭირო მათი ამოღება.
მეტყველების დარღვევები: ამ დარღვევების დროს აღინიშნება მეტყველებისთვის საჭირო ადეკვატური ბგერების გამოცემის სირთულეები. აღნიშნული მიზეზების გამო ბავშვებს გასაგებად მეტყველებისა და, აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. ბავშვების დაახლოებით 5%-ს, სკოლის პირველ სტადიაზე აღენიშნებათ მეტყველების დარღვევები.
მეტყველების დარღვევები მოიცავს შემდეგს:
მეტყველების თერაპია შეიძლება ეფექტიანი იყოს არსებული დარღვევების მეტი წილის გამოსასწორებლად. მგლის ხახების არსებობა თითქმის ყოველთვის მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას... პარალელურად, ხშირად საჭიროა მეტყველების თერაპიის გამოყენება.
სპეციფიკური ენობრივი დარღვევები: ენის გამოყენების უნარი – რომ გაგიგონ ან გამოხატო შენი აზრი – შეიძლება დარღვეული ჰქონდეთ ჯანმრთელ ბავშვებსაც კი. ასეთ შემთხვევებში კომუნიკაციის უნარი ძალიან ქვეითდება, რაც თავისთავად ზღუდავს განათლების, სოციალური ადაპტაციის უნარს და პროფესიულ შესაძლებლობებს. ეს დარღვევები ბავშვების 5%-ს აღენიშნება და იგი უფრო ხშირია ვაჟებში, ვიდრე გოგონებში. ფიქრობენ, რომ გენების ანომალიის არსებობა გარკვეულ როლს თამაშობს ბევრ ასეთ შემთხვევაში.
ზოგიერთი ბავშვი თავისთავად ჯანმრთელდება. ზოგს ესაჭიროება მეტყველების თერაპია. თუმცა, ზოგი ნაკლებად ექვემდებარება თერაპიულ მიდგომებს.
ბგერების გამოცემისა და მეტყველების უნარის დარღვევების სადიაგნოსტიკოდ, ექიმები იკვლევენ პირის ღრუს და სასულეს სარკის გამოყენებით ან წვრილი, ელასტიკური, ვიდეოთვალის მქონე მილის (ლარინგოსკოპი) ჩადგმით ცხვირიდან.
ენობრივი დარღვევების დიაგნოსტირების მიზნით, დარღვევების მქონე ბავშვების მონაცემებს ადარებენ იმავე ასაკის ჯანმრთელი ბავშვებისათვის დამახასიათებელ მონაცემებს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და მომვლელები განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ ბავშვის კომუნიკაციის პრობლემების მიმართ და, დაეჭვების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ექიმს. კომუნიკაციური განვითარების შესაფასებელი ნიშნების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია და იგი დაეხმარება მშობლებსა და მომვლელებს პრობლემების დროულად გამოვლენაში. მაგალითად, თუ მათ ბავშვს არ შეუძლია ორი სიტყვა მაინც თქვას თავის დაბადების დღეზე, მას შეიძლება ჰქონდეს კომუნიკაციის უნარის დარღვევები.