ოსგუდ-შლატერის დაავადება არის ძვლის და ხრტილის ანთება, რომელიც ვითარდება დიდი წვივის ძვალზე.
ოსგუდ-შლატერის დაავადება ვითარდება 10-დან 15 წლამდე ასაკში. დაავადება, ჩვეულებრივ, ვაჟებში უფრო ხშირია, მაგრამ ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ გოგონები უფრო აქტიურები გახდებიან და ჩაერთვებიან სპორტულ პროგრამებში. ვარაუდობენ, რომ დაავადების მიზეზია მუხლის ფირფიტის განმეორებადი, ძლიერი დაჭიმვები ძვლის თავთან შეერთების ადგილას. ამ შეერთების ადგილს უწოდებენ tuber rubercle-ს.
ძირითადი სიმპტომია ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობა. ტკივილი ძლიერდება აქტივობების დროს და მცირდება დასვენების პერიოდში. ტკივილი და მგრძნობელობა, საბოლოო ჯამში, გვერდით მიდამოებშიც გადადის.
რენტგენოლოგიური კვლევა აჩვენებს წვივის ძვლის გადიდებას და ფრაგმენტებად დაყოფას. თუმცა, რენტგენოლოგიური გამოკვლევა არ არის აუცილებელი, თუ ტკივილი და შეშუპება არ გავრცელდა ამ ადგილის გარეთ ან თუ ტკივილს თან არ ახლავს სიწითლე და კანის ტემპერატურის მატება. ასეთ შემთხვევებში, რენტგენოლოგიური კვლევით შეიძლება მხოლოდ დაზიანება და მძიმე ანთებითი მდგომარეობა გამოვლინდეს.
სპორტისა და გადაჭარბებული ვარჯიშებისგან თავის არიდება ეხმარება ბავშვებს ტკივილის შემცირებაში. ასევე საჭიროა თავის შეკავება მუხლის ძლიერი მოხრისგანაც. თუმცა, ექიმები მაინც ურჩევენ ოსგუნ-შლატერის დაავადების მქონე ბავშვებს, გააგრძელონ სპორტული აქტიურობა და ვარჯიში ტკივილის არსებობის შემთხვევაშიც. არასტეროიდული, ანტიანთებადი მედიკამენტებით, დაჭიმვითი ვარჯიშებითა და ყინულის აპლიკაციებით შეიძლება ტკივილის შემცირება. სიმპტომები თავისთავად ქრება რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ.