სევერის დაავადება | მკურნალი.გე
  1. სევერის დაავადება
  2. ძვლის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სევერის დაავადება

სევერის დაავადება არის ქუსლის ძვლის ანთება.

ქუსლის ძვლის განვითარება 15 წლის ასაკამდე ხდება. ბავშვს (ჩვეულებრივ, 9-დან 14 წლამდე), რომელიც ათლეტური აქტივობით არის დაკავებული, შეიძლება განუვითარდეს სევერის დაავადება, რადგან წვივის კუნთები და მყესები ქაჩავენ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ქუსლის ძვალთან მათი შეერთების ადგილს.

ტკივილი ჩნდება ქუსლის გვერდით და მიმდებარე არეში და იგი ძლიერდება ფეხზე დგომის, თითის წვერებზე აწევის ან სირბილის დროს. ზოგიერთი ბავშვი ამ ადგილებში შეიგრძნობს სიცხეს და შეშუპებას. ექიმები დიაგნოზს სვამენ არსებული სიმპტომების საფუძველზე. რენტგენოლოგიური კვლევა განსაკუთრებულ შედეგს არ იძლევა.

ქუსლის ბალიშები ტკივილს ამცირებენ აქილევსის მყესის ქუსლზე ზემოქმედების შემცირების შედეგად. ღამის საათებში არტაშანების გამოყენებით წვივის კუნთები პასიურად იჭიმება და ამის შედეგად ინარჩუნებს დრეკადობას. უფრო მძიმე შემთხვევებში, ამ ადგილის იმობილიზაციის მიზნით შეიძლება თაბაშირის ნახვევი იყოს რეკომენდებული, ტკივილისა და დაჭიმულობის შესამცირებლად.