პარაკოკციდიოიდომიკოზი | მკურნალი.გე
  1. პარაკოკციდიოიდომიკოზი
  2. სოკოვანი ინფექციები
  3. ინფექციები
პარაკოკციდიოიდომიკოზი

პარაკოკციდიოიდომიკოზი (სამხრეთ ამერიკის ბლასტომიკოზი) არის ინფექცია, რომელსაც იწვევს Fungus Paracoccidioides brasiliensis.

პარაკოკციდიოიდომიკოზის დროს პათოლოგიურ პროცესში, ჩვეულებრივ, ჩართულია კანი, პირის ღრუ, ხორხი და ლიმფური ჯირკვლები. ინფექცია ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვებში, ღვიძლსა ან ელენთაში. ეს დაავადება ძალიან ხშირია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, თუმცა, იშვიათია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადამიანები ინფიცირდებიან სპორების ჩასუნთქვის შედეგად, რომლებიც ნიადაგში იზრდებიან. უფრო ხშირად, ინფექცია ვითარდება 20-დან 50 წლამდე მამაკაცებში.

სიმპტომები

ინფიცირებული ლიმფური კვანძები შუპდება და შეიძლება ჩირქდენა დაიწყოს, თუმცა, ამ დროს ტკივილი სუსტადაა გამოხატული. ლიმფურ კვანძებს შორის ყველაზე ხშირად კისრისა და იღლიის ლიმფური კვანძები ზიანდება. პირის ღრუში შეიძლება განვითარდეს მტკივნეული წყლულები. ფილტვების დაზიანების შემთხვევაში ადამიანებს აღენიშნებათ ხველა და სუნთქვის გაძნელება. შეიძლება ასევე გადიდდეს ღვიძლი და ელენთა.

სიმპტომები ხანგრძლივად რჩება, მაგრამ დაავადება არ არის ფატალური.

დიაგნოზი და მკურნალობა

ინფექციის სადიაგნოსტიკოდ ექიმი იღებს ქსოვილის ნიმუშს მიკროსკოპული გამოკვლევისთვის და დასათესად.

ანტიფუნგური მედიკამენტი – იტრაკონაზოლი არის არჩევითი მედიკამენტი ინფექციის სამკურნალოდ. ამფოტერიცინი B ასევე ეფექტურია, მაგრამ ვინაიდან აქვს გვერდითი მოვლენები, იგი რჩება სარეზერვო მედიკამენტად – მძიმე შემთხვევებში გამოსაყენებლად.