ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა პერიოდული ნეგატიური, გამომწვევი და დაუმორჩილებელი ქცევის სახეა, რომელიც ხშირად მიმართულია უფროსი პიროვნებისადმი.
ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვები ჯიუტი, მძიმე ხასიათის და დაუმორჩილებელნი არიან, თუმცა ფიზიკური აგრესიის გამოვლენა ან სხვების უფლებების შელახვა არ ახასიათებთ. სკოლამდელი და ადრეული მოზარდობის პერიოდის მრავალი ბავშვი ავლენს წინააღმდეგობრივ ქცევას, თუმცა ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დიაგნოსტირდება, თუ იგი 6 თვეზე მეტი ხნით გრძელდება ან იმდენად სერიოზულია, რომ გავლენას ახდენს სოციალურ ფუნქციაზე და აკადემიურ მოსწრებაზე. უფრო ხშირად, აღნიშნული აშლილობა 8 წლის ასაკისთვის ვითარდება.
ამგვარი ბავშვების ქცევისათვის დამახასიათებელია:
ასეთმა ბავშვებმა კარგად იციან განსხვავება კარგსა და ცუდს შორის, უჩნდებათ დანაშაულის შეგრძნება რაიმე სერიოზულად ცუდის ჩადენისას.
ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა ყველაზე კარგად იკურნება ქცევის მართვის ტაქტიკით, რომელიც მოიცავს დისციპლინის მუდმივად დაცვას და სასურველი ქცევის განმტკიცებას. მშობლებსა და მასწავლებლებს აღნიშნულ ტექნიკას ბავშვის კონსულტანტი ან მკურნალი უზიარებს.
ზოგჯერ, დეპრესიის მქონე ბავშვებს შეცდომით უსვამენ ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის დიაგნოზს. ამგვარი შეცდომა, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც დეპრესიის მთავარი ნიშანია გაღიზიანება. ამგვარად, ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის დიაგნოზის დასმისას, ყველა ბავშვი ყურადღებით უნდა შეფასდეს დეპრესიის ნიშნების გამოსავლენად, როგორებიცაა ძილისა და მადის დარღვევა.