ნეკნების მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. ნეკნების მოტეხილობა
  2. მოტეხილობები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ნეკნების მოტეხილობა

ნეკნების მოტეხილობა დიდი ძალის ზემოქმედების შედეგად ვითარდება, როგორიცაა დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა ან ბეისბოლის ჯოხით დარტყმა. თუმცა, ხანდაზმულებს შორის მცირე ტრავმაც (მსუბუქად დავარდნა) კი საკმარისია მოტეხილობის განვითარებისთვის. თავად მოტეხილობა იშვიათადაა მძიმე, თუმცა, ზოგჯერ მოტეხილობის გამომწვევი ძალის ზემოქმედებით შინაგანი ორგანოებიც (ფილტვები, ღვიძლი ან ელენთა) ზიანდება. რაც მეტი ნეკნია დაზიანებული, მით მეტია ფილტვების ან სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანების ალბათობა.

ნეკნების მოტეხილობა ძლიერ ტკივილს იწვევს, განსაკუთრებით ღრმა სუნთქვისას; ტკივილი კვირების განმავლობაში გრძელდება.

ზოგიერთი მოტეხილობა რენტგენოლოგიური კვლევით შეიძლება არ გამოვლინდეს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ძვალი შეცილებული არ არის ან ოსტეოპოროზული ცვლილებებია გამოხატული.

იმის მიუხედავად, ნეკნების მოტეხილობა ჩანს თუ არა გამოსახულებითი კვლევით, მკურნალობა უნდა დაიწყოს. ჩვეულებრივ, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები გამოიყენება. ასევე, სიფხიზლის პერიოდში, ნეკნების მოტეხილობის მქონე პირმა, ღრმად უნდა ჩაახველოს ან ჩაისუნთქოს დაახლოებით საათში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ფილტვის მცირე უბნების ჩაფუშვა და პნევმონიის განვითარება.