მაჯის მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. მაჯის მოტეხილობა
  2. მოტეხილობები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
მაჯის მოტეხილობა

მაჯის მოტეხილობა მოიცავს სხივის და ზოგჯერ იდაყვის მოტეხილობას. მაჯის მოტეხილობის გარკვეულ სახეობას კოლის მოტეხილობა ეწოდება. იგი ძირითადად გამართულ ხელზე დავარდნისას ვითარდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებს შორის. აღინიშნება ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობის მომატება, ხშირად მაჯის მიდამო არაბუნებრივად გამოიყურება.

მოტეხილობების უმრავლეს შემთხვევაში მიმართავენ დახურული წესით ჩასწორებას და თაბაშირის ნახვევის დადებას. თაბაშირის ნახვევის ტარება შეიძლება 3-6 კვირის განმავლობაში. მაჯის ზოგიერთ სხვა მოტეხილობას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რომელთაც მაჯის სახსრის აქტიური გამოყენება სჭირდებათ. ქირურგიული ჩარევისას შიგნითა ფირფიტა ან გარეთა ფიქსატორი გამოიყენება (მეტალის ღეროებისაგან შექმნილი კარკასი, რომელში მოთავსებული უჟანგავი ფოლადის მავთულები კანის გავლით ძვალში აღწევს).

რიგიდობის თავიდან ასაცილებლად თითების, იდაყვის (თუ თავისუფალია) და მხრების მოძრაობაა საჭირო. შეშუპების შესამცირებლად მნიშვნელოვანია ხელის შემაღლება. მაჯის მოძრაობის კომფორტულობა, მოქნილობა და ძალა თანდათან უმჯობესდება მოტეხილობიდან 6-12 თვის განმავლობაში.