სითბური დარტყმა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა გამოწვეული სხეულის ტემპერატურის მკვეთრად მომატებით და სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის დისფუნქციით.
სითბური დარტყმა შეიძლება განუვითარდეს ახალგაზრდა სპორტსმენებს რამდენიმე საათის განმავლობაში ვარჯიშის შემდეგ ან მოხუცებს, რომლებიც ცხელ ამინდში რამდენიმე დღე იმყოფებიან შენობებში ვენტილაციის გარეშე;
სხეულის ტემპერატურა აღემატება 40ºC-ს, ვლინდება თავის ტვინის დისფუნქცია;
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პაციენტის გაგრილება.
სითბური დარტყმა სითბური ზემოქმედებით შეპირობებულ პათოლოგიურ მდგომარეობებს შორის, ყველაზე სერიოზულია, ამ დროს პაციენტები გაცილებით ცუდად გრძნობენ თავს. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები განასხვავებს სითბურ დარტყმასსხვა სიცხით გამოწვეული დაზიანებებისგან:
სითბური დარტყმა შესაძლოა განვითარდეს, როდესაც პაციენტი ღია ცის ქვეშ შეგნებულად არ არიდებს თავს მაღალ ტემპერატურას ან იმყოფება დახურულ ცხელ გარემოში. ასე მაგალითად, ახალგაზრდა სპორტსმენს სითბური დარტყმა შესაძლოა განუვითარდეს, ცხელ და ნესტიან ამინდში, რამდენიმე საათში ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დაწყებიდან, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ აქვს გავლილი აკლიმატიზაცია. აგრეთვე მოსალოდნელია რამდენიმე დღეში სითბური დარტყმის განვითარება, როდესაც ადამიანი გარემო ტემპერატურის დროს იმყოფება დახურულ, ცუდი კონდენცირების მქონე ოთახში. აღნიშნული განსაკუთრებით ხშირია მოხუცებულებში. როგორც ცნობილია, პაციენტები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, გულის, ფილტვის, თირკმლების ან ღვიძლის დაავადებები), მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმულები ყველაზე მეტად მგრძნობიარენი არიან სიცხის მიმართ და სითბური დარტყმის რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
სითბური დარტმის მიზეზია ორგანიზმის უუნარობა სწრაფად გასცეს სითბო გარემოს მკვეთრად მაღალი ტემპერატურის პირობებში. ვინაიდან ორგანიზმის გაგრილება ვერ ხერხდება, იწყება სხეულის ტემპერატურის მატება, რომელიც სწრაფად აღწევს საშიშ ნიშნულს. ორგანიზმიდან სითბოს გაცემის შეფერხება რამდენიმე მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, სახელდობრ, კანის დაავადებებთან ან მედიკამენტებთან, რომლებიც ამცირებს ოფლის გამოყოფას.
სითბური დარტყმის დროს სწრაფად ან თანდათან ზიანდება სასიცოცხლო ორგანოები – გული, ფილტვები, თირკმლები, ღვიძლი და თავის ტვინი. დაზიანების ალბათობა მით უფრო სწრაფად იზრდება თუ სხეულის ტემპერატურა აღემატება 106ºF (41ºC). სითბური დარტყმა შესაძლოა პაციენტის სიკვდილით დასრულდეს.
თავბრუხვევა, წონასწორობის დეფიციტი, სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება (მსგავსი სიმპტომატიკა გვხვდება გადახურების დროსაც) წარმოადგენს ზოგად სიმპტომებს რაც გამაფრთხილებელი/ საშიშროების ნიშნებია. პაციენტი ხშირად ვერ გრძნობს სხეულის ტემპერატურის მკვეთრ მატებას.
კანი ცხელია, წითელი და გამომშრალი. ოფლიანობა შესაძლოა არ გამოვლინდეს, მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა.ვლინდება ნევროლოგიური დარღვევები თავის ტვინის დისფუნქციის გამო – გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები; კომური მდგომარეობაც მოსალოდნელია. გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე იმატებს, წნევა შეიძლება იყოს, როგორც დაბალი, ასევე მაღალი. სხეულის ტემპერატურა აღემატება 40ºC-ს და მისი შეფასება სტანდარტული თერმომეტრით ვერ ხერხდება.
დიაგნოზი ჩვეულებრივ თვალსაჩინოა. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებათ მაღალი ცხელება, თავის ტვინის დაზიანების ნიშნები და ცხელი და ტენიანი გარემოს ზემოქმედების ისტორია. თუ დიაგნოზი საეჭვოა, მოწოდებულია გამოკვლევები, რომლებიც გამორიცხავს მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე სხვა დაავადებებს. ესენია: ინფექცია, ინსულტი ან ზედმეტად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პაციენტის გაგრილება და გამოძახებული უნდა იქნეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა. საავადმყოფოშიგადაყვანამდე სასურველია პაციენტის გახვევა სველ, ცივ ზეწარში ან ტანსაცმელში, ჩააწვინონ პატარა ტბაში, მდინარეში, ცივ აბაზანაში ან ყინულიან ცივ წყალში. სხეულის წყლით დაფარვის შემდეგ ეფექტურია მისი გაგრილება ჰაერის ნაკადით, თუნდაც ვენტილატორის ან მარაოს საშუალებით.
სიცხის დამწევი მედიკამენტები (ასპირინი, აცეტამინოფენი), ძირითადად გამოიყენება ინფექციური წარმოშობის ცხელების დროს და ასეთ შემთხვევებში უსარგებლოა.
საავადმოყოფოში პაციენტის გაგრილება გაცილებით სწრაფად ხდება, ტანსაცმლის გარეშე შიშველ კანს ფარავენ წყლით ან, იშვიათად, ყინულით.
სხეულის სწრაფი გაგრილება და კანიდან სითხის აორთქლება შესაძლებელია გამარტივდეს ჰაერის ვენტილატორით ან მარაოს საშუალებით. სხეულის ტემპერატურის გაზომვა ხშირად არის საჭირო, თითქმის მუდმივად, სანამ გამაგრილებელი პროცედურები ტარდება. ინტრავენურად შეჰყავთ ცივი სითხეები. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გადაციება, ყველა ღონისძიება წყდება, როდესაც სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 39ºC-ს მიუახლოვდება.
კრუნჩხვის, კომის და სხვა ორგანოების დისფუნქციის დროს აუცილებელია დამატებითი სამკურნალო ღონისძიებები. სითბური დარტყმის მკურნალობა რეკომენდებულია საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
ფატალური გამოსავლის რისკი სითბური დარტყმის დროს შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:
გადარჩენილი პაციენტების 20%-ს შესაძლოა თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება განუვითარდეს, როგორიცაა პიროვნული თვისებების ცვლილება, კოორდინაციის დარღვევა და სხვ. შესაძლოა გამოვლინდეს თირკმლების ფუნქციის დარღვევა, რომელიც სრულად აღარ აღდგება.
გამოჯანმრთელების პერიოდი ერთი კვირაა. დროის ამ მონაკვეთში სხეულის ტემპერატურის მერყეობაა მოსალოდნელი.