მოყინვის გარეშე მიმდინარე დაზიანების დროს ქსოვილები გადაციებულია, მაგრამ არ არის მოყინული.
მოყინვის გარეშე მიმდინარე ქსოვილების დაზიანება მოიცავს შემდეგს: გათოშვა, ტრანშეის ტერფი, დასუსხვას.
გათოშვა: გათოშვა სიცივის ზემოქმედებით გამოწვეული კანის გარკვეული უბნის დაზიანებაა, რომლის დროსაც ვლინდება ამ მიდამოს დაბუჟება, შეწითლება და შეშუპება. მკურნალობა მოიცავს დაზიანებული ქსოვილის რამდენიმე წუთით გათბობას. ამ პროცესში მოსალოდნელია ქავილის და ტკივილის შეგრძნება. გათოშილი ქსოვილები თითქმის სრულიად აღდგება. ამასთან, შეიძლება გაიზარდოს მგრძნობელობა სიცივის მიმართ რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში.
ტრანშეის ტერფი: ეს დაზიანება განპირობებულია ტერფების ცივ წყალში ან ნოტიო გარემოში (სველი წინდები, სველი ფეხსაცმელი) ხანგრძლივი დაყოვნებით (რამდენიმე დღე). ტერფები ხდება ფერმკრთალი, ნოტიო წებოვანი, შეშუპებული და ცივი. გათბობის შემდეგ ტერფი წითელ შეფერილობას იძენს და შეხებისას მტკივნეულია. ზოგჯერ ჩნდება ბუშტუკები, რომლის გახეთქვის შემთხვევაში მოსალოდნელია ინფიცირება. კანის მგრძნობელობა მკვეთრად იმატებს ტემპერატურის ცვლილების შემთხვევაში. მკურნალობა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციის პრევენციისათვის პაციენტს უნიშნავენ ანტიბიოტიკებს. თუ პაციენტი არ არის აცრილი ტეტანუსზე, ტარდება ვაქცინაცია. იშვიათად აღნიშნული დაზიანება შესაძლებელია განვითარდეს მტევნებზეც. ტრანშეის ტერფის პროფილაქტიკა შესაძლებელია დღის მანძილზე ფეხების სიმშრალის უზრუნველყოფით და წინდების ხშირი გამოცვლით.
დასუსხვა: არცთუ ისე ხშირი რეაქციაა სიცივეზე, რომელიც განპირობებულია კანზე სიცივის განმეორებადი ზემოქმედებით. კლინიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია: ქავილი, შეწითლება, ტკივილი, შესივება. იშვიათად ვლინდება კანის უბნების გაფერმკრთალება და ბუშტუკების წარმოქმნა (უმეტესად ტერფებსა და ხელის თითებზე). მდგომარეობა პაციენტისთვის შემაწუხებელი და განმეორებადია, მაგრამ არა სახიფათო. სიცივისათვის თავის არიდება საუკეთესო სამკურნალო ღონისძიებაა. მედიკამენტ ნიფედიპინის დასალევი ფორმით მიღებამ შესაძლოა შეამსუბუქოს სიმპტომები.