წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ფილტვებში სითხე სწრაფად გროვდება წყალქვეშ მოხვედრიდან მოკლე დროში.
წყალქვეშ ყოფნასთან (იმერსიასთან) დაკავშირებული ფილტვების შეშუპების შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. სავარაუდო მიზეზი მარეგულირებელი მოწყობილობის გაუმართავობაა, რაც აკონტროლებს გაზთა ნაკადს. წყალქვეშა ფილტვების შეშუპება არ არის დაკავშირებული ბაროტრავმასთან ან დეკომპრესიულ დაავადებასთან. რისკფაქტორებს წარმოადგენს ცივი წყალი და სისხლის მაღალი წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) არსებობა. დისკომფორტის დაწყებისთანავე მყვინთავი ამოდის წყლის ზედაპირზე, იწყება სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, ტიპურია ხველა ქაფიანი ნახველით. მკურნალობა იწყება ინტრავენურად შარდმდენების (ფუროსემიდის) შეყვანით, მაღალკონცენტრირებული ჟანგბადის წნევით ინჰალაციით ან საჭიროებისას ხელოვნური სუნთქვის უზრუნველყოფით. დეკომპრესიული თერაპია არ არის მოწოდებული.