შხამიანი ხვლიკების მხოლოდ ორი სახეობაა ცნობილი, ესენია მექსიკური ესკორპიონი და გილა მონსტრი, რომელიც არიზონაში, სონორაში, მექსიკასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე გვხვდება. აღნიშნული ხვლიკების შხამი რამდენადმე გველგესლას შხამის შემადგენლობის და ეფექტის მსგავსია, თუმცა, სიმპტომები გაცილებით მსუბუქია და ნაკბენიც არასდროს არის სასიკვდილო. გველებისაგან განსხვავებით, რომლებიც კბენის დროს შხამს ორგანიზმში უშხაპუნებენ, გილა მონსტრი და ესკორპიონი მჭიდროდ ეკვრის ადამიანს და შხამი ღეჭვითი მოძრაობით შეჰყავს. ხვლიკის მოშორება შესაძლოა საკმაოდ ძნელიც იყოს.
ძირითადი სიმპტომებია ტკივილი, შეშუპება და ნაკბენის ირგვლივ კანის ფერის ცვლილება, ასევე ლიმფური კვანძების შესივება. შეიძლება განვითარდეს სისუსტე, ოფლიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი და ყურებში ხმაური (ტინიტუსი). მძიმე შემთხვევებში ქვეითდება სისხლის წნევა.
გილა მონსტრის მოსაცილებლად სხვადასხვა რჩევები არსებობს, ასეთია:
ხშირად, ხვლიკის მოცილების შემდეგ, ჭრილობაში კბილის ფრაგმენტები რჩება და აუცილებელია მათი მოცილება. სისხლის წნევის დაქვეითების ან შედედებასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა ისეთივეა, როგორიც გველგესლას ნაკბენის შემთხვევაში. სპეციფიკური შხამსაწინააღმდეგო საშუალება (ანტიდოტი) არ არსებობს.