ნაკბენი ჭრილობა | მკურნალი.გე
  1. ნაკბენი ჭრილობა
  2. დაზიანებები და მოწამვლები
ნაკბენი ჭრილობა

მრავალი ცოცხალი არსება, მათ შორის ადამიანი, შეშინების ან პროვოცირების (გამოწვევის) შემთხვევაში იკბინება. ნაკბენი ჭრილობით გამოწვეული დაზიანებები სხვადასხვაგვარია – მსუბუქი ნაკაწრიდან ღრმა დაზიანებამდე და ხშირად ინფიცირდება პირის ღრუში არსებული ბაქტერიებით.

ზოგიერთ ცხოველს კბენის დროს პირის ღრუდან მსხვერპლის ორგანიზმში შხამი ან ნესტარი შეჰყავს. შხამის ტოქსიკურობა განსხვავებულია მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. თუნდაც მსუბუქად ტოქსიკურ შხამს მძიმე ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია.

ექიმები ნაკბენის და დანესტრილი ჭრილობის დიაგნოზს პაციენტის გამოკითხვით და გასინჯვით სვამენ. თუ ჭრილობა ღრმაა, ზოგჯერ რენტგენის გადაღება ან სხვა გამოსახულებითი კვლევაა საჭირო, ჭრილობაში ჩარჩენილი კბილის ან სხვა უცხო სხეულის გამოსავლენად. ინფექციის განვითარების და უხეში ნაწიბურის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზაა ჭრილობის შეძლებისდაგვარად სწრაფად და კარგად დასუფთავება და მოვლა.