ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული მწერები, რომლებიც ყველაზე ხშირად იკბინებიან ან წოვენ სისხლს, შემდეგია:
ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ არის შხამიანი. ამ მწერების ნაკბენმა გაღიზიანება მხოლოდ ნერწყვში შემავალი კომპონენტების ზემოქმედებით შეიძლება გამოიწვიოს. ნაკბენის შედეგად მცირე ზომის წითელი, ქავანა შესივება ჩნდება. ზოგჯერ დიდი ზომის წყლული ვითარდება შეშუპებით და ტკივილით. ყველაზე მძიმე რეაქცია იმ პირებში ვლინდება, რომლებიც ნაკბენების მიმართ ალერგიულნი არიან ან ნაკბენის ინფიცირება აღენიშნებათ. რწყილებმა, ზოგჯერ, ალერგიული რეაქცია შეიძლება კბენის გარეშეც გამოიწვიონ.
ნაკბენი უნდა გასუფთავდეს და ქავილის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად ანტიჰისტამინური, საანესთეზიო საშუალების, კორტიკოსტეროიდის ან მათი კომბინაციის შემცველი კრემი ან მალამო წაესვას. მრავლობითი ნაკბენის შემთხვევაში, შესაძლებელია დასალევი ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება. ნაკბენის მიმართ ალერგიულმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას ან გამოიყენონ ალერგიის საწინააღმდეგო პირველადი დახმარების ნაკრები, რომელშიც ეპინეფრინით (ადრენალინით) შევსებული შპრიცია მოთავსებული.