ბიოლოგიაზე დაფუძნებული თერაპია | მკურნალი.გე
  1. ბიოლოგიაზე დაფუძნებული თერაპია
  2. კომპლემენტური და ალტერნატიული მედიცინა
  3. საგანგებო საკითხები
ბიოლოგიაზე დაფუძნებული თერაპია

ბიოლოგიაზე დაფუძნებული თერაპიის დროს გამოიყენება ბუნებაში არსებული სუბსტანცია და იგი ინდივიდუალური, ბიოლოგიური მეთოდებით მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს (როგორიცაა კიბოს სამკურნალოდ ზვიგენის ხრტილის გამოყენება და გლუკოზამინით ოსტეოქონდროზების მკურნალობა), დიეტით თერაპია, სამკურნალო მცენარეებით მკურნალობა და ორთომოლეკულური მედიცინა. ბევრი ბიოლოგიაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი არ აღმოჩნდა ეფექტიანი (მაგალითად, ზვიგენის ხრტილი კიბოს სამკურნალოდ).

დიეტით თერაპია

დიეტით თერაპია არის სპეციალური დიეტური რეჟიმი (როგორიცაა გერსონის თერაპია, მაკრობიოტიკური დიეტა და პრიტიკინის დიეტა), რომლის გამოყენებით ხდება სპეციფიკური დაავადებების მკურნალობა და პრევენცია (როგორიცაა კიბო და კარდიოვასკულარული დაავადებები), ან ზოგადად კარგი ჯანმრთელობის ხელშეწყობა. ზოგიერთი დიეტა (როგორიცაა მედიტერიანული დიეტა) ფართოდ არის გავრცელებული და მიღებულია ტრადიციულ დასავლურ მედიცინაში. ორნიშის დიეტა, რომელიც გულისხმობს ძალიან დაბალი ცხიმის შემცველ ვეგეტარიანულ დიეტას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არტერიების ქრონიკული დაავადების დროს არსებული არტერიული ბლოკადის უკუგანვითარების მიზნით. მისი გამოყენებით, აგრეთვე, შესაძლებელია პროსტატისა და სხვა ორგანოების კიბოს პროგრესირების პრევენცია და პროგრესირების შემცირება. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც იყენებს მაკრობიოაქტიურ დიეტას, მიუთითებს კიბოს რემისიის განვითარებაზე, თუმცა კარგად გაკონტროლებული კლინიკური კვლევა ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

გამომდინარე იქიდან, რომ დიეტით თერაპიის შედეგი ჩვეულებრივ თვეებისა და წლების შემდეგ ვლინდება, მისი გამოყენება სამუდამოდ უფრო ეფექტიანია ადრეულ სტადიაზე დაწყების შემთხვევაში. თერაპიული დიეტის დაწყებისას, რომელიც კვების განსხვავებულ მეთოდებს მოიცავს, ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომ თავიდან იქნეს აცილებული კვებითი დეფიციტის შესაძლო განვითარება.

მცენარეებით მკურნალობა

მცენარეებით მკურნალობა ან ჰერბალიზმი ჯანმრთელობაზე ზრუნვის უძველესი მეთოდია, რომლის დროს დაავადების მკურნალობისა და კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით გამოიყენება მცენარეები და მათი ექსტრაქტები. ამ დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთი მცენარე ან სხვადასხვა მცენარის ნაკრები. ჩინური მცენარეული მიქსტურები შეიძლება, ასევე, შეიცავდეს მინერალებსა და ცხოველების ნაწილებს. განსხვავებით ტრადიციული მედიკამენტებისგან, რომლებშიც ერთადერთი აქტიური, ქიმიური სუბსტანცია შეიძლება ექსტრაგირებული ან გამოყოფილი მცენარეებით მკურნალობა იყოს, გულისხმობს სამკურნალო მცენარეების მთლიანობაში გამოყენებას. გავრცელებული სამკურნალო საშუალებები შემდეგია:

  • ნიორი

  • პიტნა

  • გვირილა

  • კრაზანა

  • გინგკო ბილობა

  • ვალერიანი

  • ჟენშენი

მცენარეული სამკურნალო პროდუქტები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა ექსტრაქტები (სუბსტანციის წყალში გაჟღენთის გზით), ტინქტურები (ჩვეულებრივ, ალკოჰოლის ბაზაზე მომზადებული ალკოჰოლი, გამოიყენება როგორც ბუნებრივი დამცველი საშუალება), ხსნარები (ყველაზე გავრცელებული მეთოდი სამკურნალო მცენარეების მოსამზადებლად, ჩვეულებრივ, მზადდება როგორც ჩაი), ნახშირი, აბები, ფხვნილები და საინექციო ხსნარი. ზოგიერთი მცენარეული სამკურნალო საშუალება გამოიყენება ნაჭრის გაჟღენთვის და კანზე აპლიკაციის გზით. პოტენციური პრობლემები მოიცავს შემდეგს:

  • დაბინძურება: ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ნაკლებ ყურადღებას აქცევს მცენარეულ პროდუქტებს და, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ამ ინდუსტრიის მარეგულირებელი მექანიზმები ძალიან ცოტაა. ამის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირსა და ავსტრალიაში მცენარეულ საშუალებებს, მედიკამენტების მსგავსად, სამთავრობო სააგენტოები არეგულირებენ.

  • ურთიერთქმედება: ზოგიერთი მცენარეული საშუალება ურთიერთქმედებს მედიკამენტებთან (მაგალითად, ჟენშენი იწვევს სისხლდენას, როდესაც იგი ვარფარინთან ერთად გამოიყენება, ასევე, მაგალითად, კრაზანა იწვევს სისხლის წნევის სახიფათო მომატებას, როდესაც მოიხმარება ძველ ყველთან, ჩიანთი ღვინოსთან ან ტირამინის მაღალი შემცველობის საკვებთან).

  • გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ მცენარეულ სამკურნალო პროდუქტს ახასიათებს გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ჟენშენი იწვევს სისხლში გლუკოზის მომატებას), რაც შეიძლება საშიში იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის.

ადამიანებმა ექიმებს უნდა აცნობონ ყველაფერი იმ სამკურნალო მცენარეების შესახებ, რომლებსაც ისინი იღებენ. უახლოესი კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია ზოგიერთი მცენარეული სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობა რიგი დაავადებების დროს.

ორთომოლეკულური მედიცინა

ორთომოლეკულური მედიცინა გულისხმობს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული სუბსტანციებით (როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და ამინომჟავები) ადამიანის სპეციფიკური მდგომარეობის მკურნალობას და სიჯანსაღის შენარჩუნებას. ნუტრიცია პირველად შემოვიდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში. ორთომოლეკულურ თერაპიაში აქცენტი კეთდება ვიტამინების, მინერალების, ენზიმების, ჰორმონების (როგორიცაა მელატონინი) და ამინომჟავების მაღალი დოზების დამატება დიეტაში. ეს დოზები ხშირად ბევრად აჭარბებს იმ რაოდენობას, რომელსაც ადამიანი ჩვეულებრივად მოიხმარს საკვებით.

ორთომოლეკულური მედიცინის გავრცელებული ფორმაა მეგავიტამინთერაპია, როდესაც ხშირად ის დოზები გამოიყენება, რომლებიც ყოველდღიურად რეკომენდებულ რაოდენობაზე ბევრად უფრო მეტია. ორთომედიცინის პრაქტიკოსი სპეციალისტები თვლიან, რომ რეკომენდებული დოზები არაადეკვატურია ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაავადებების მკურნალობისათვის.მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდების უმეტესობა მეცნიერულად არ არის დადასტურებული, ტრადიციული მედიცინა ხშირად იყენებს მაღალი კონცენტრაციის მიკრონუტრიენტებს. მაგალითად, ამინოქსიდანტების მაღალი დოზები გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში მაკულარული დეგენერაციის პროგრესირების შესაჩერებლად, თუმცა, ახალი კვლევებით არ არის დადასტურებული მათი ეფექტიანობა კიბოს პრევენციაში.

ზოგჯერ ორთომოლეკულური მედიცინა მოიცავს ორგანიზმში ბუნებრივი სუბსტანციების რაოდენობის დაქვეითების შემთხვევებს. გარკვეული სპეციფიკური დარღვევების დროს (როგორიცაა ვიტამინების დეფიციტი და მეტაბოლური დარღვევები) ისეთი მკურნალობის მეთოდების გამოყენება, რომელიც განიხილება როგორც ორთომოლეკულური მკურნალობა, მეცნიერულად დამტკიცებულია. თუმცა, ორთომოლეკულური მეთოდების ხშირად გამოყენების ხანგრძლივობა არ არის დასაბუთებული და ზოგიერთ შემთხვევაში იგი პოტენციურად ტოქსიკურია.

ხელატიზაციის თერაპია

ამ თერაპიის დროს გამოყენებული მედიკამენტი უკავშირდება ორგანიზმში ჭარბად არსებულ ან ტოქსიკურ მეტალებს (როგორიცაა ტყვია, სპილენძი, თუთია ან კალიუმი) და სისხლის ნაკადით გამოაქვს ისინი ორგანიზმიდან. დასავლურ ტრადიციულ მედიცინაში ეს თერაპია ფართოდ გამოიყენება ტყვიით ან სხვა მძიმე მეტალებით მოწამვლის შემთხვევებში. სპილენძის ხელატიზაციის მეცნიერული კვლევა მიმდინარეობს, როგორც კიბოს მკურნალობის მეთოდისა. ხელატოთერაპია ეთილენედიამინეტეტრაცეტიკის მჟავით (ედტა) გამოიყენება, როგორც კომპლემენტური და ალტერნატიული მედიცინის სამკურნალო მეთოდი ორგანიზმიდან კალციუმის გამოსადევნად და ამ გზით ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. ამ მეთოდის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ამჟამად მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები. გვერდითი მოვლენები შეიძლება სერიოზული და ზოგჯერ ფატალურიც იყოს.