მანიპულაციური და სხეულზე დაფუძნებული თერაპია | მკურნალი.გე
  1. მანიპულაციური და სხეულზე დაფუძნებული თერაპია
  2. კომპლემენტური და ალტერნატიული მედიცინა
  3. საგანგებო საკითხები
მანიპულაციური და სხეულზე დაფუძნებული თერაპია

მანიპულაციური და სხეულზე დაფუძნებული მეთოდებით ტარდება სხვადასხვა მდგომარეობის მკურნალობა სხეულზე მანიპულაციების გზით. ეს მეთოდები მოიცავს შემდეგს: ქიროპრაქტიკა, მასაჟი, როლფინგი, რეფლექსოლოგია და აღნაგობის გასაუმჯობესებელი განათლება.

ქიროპრაქტიკა

ქიროპრაქტიკის მიხედვით, ხერხემლის სტრუქტურულ მდგომარეობასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას შორის ნორმალური ურთიერთკავშირის არსებობა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მისი აღდგენის თვალსაზრისით. ძირითადი მეთოდი ამ ურთიერთობის კორექციისათვის არის მასაჟი. ქიროპრაქტიკოსები, ასევე, ატარებენ ფიზიკურ თერაპიას (როგორიცაა ცხელისა და ცივის მონაცვლეობა, ელექტროსტიმულაცია და სხვა სარეაბილიტაციო მეთოდები), მასაჟს, აკუპრესურას, რეკომენდებულ ვარჯიშებს ან ცხოვრების სტილის კორექციას.

ქიროპრაქტიკა ამჟამად ძალიან ინტენსიურად შეისწავლება. პრობლემები, რომელთა დროსაც ქიროპრაქტიკით მკურნალობა გამოიყენება, შემდეგია: ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი, სხვადასხვა დარღვევით განპირობებული თავის ტკივილები (თუმცა ეფექტიანობა ყოველთვის არ არის თვალსაჩინო), კისრის ტკივილი და ნერვის კომპრესიით გამოწვეული ტკივილი.

წარსულში ჩატარებული კლინიკური კვლევებით ნაჩვენები იყო ქიროპრაქტიკის, როგორც ტრადიციული მედიცინის მეთოდის, ეფექტიანობა ზურგის ტვინის ქვედა ნაწილის ტკივილების ხანმოკლე პერიოდით მოსახსნელად. ტრადიციული მედიცინის პრაქტიკულ გაიდლაინებში შეტანილია ქიროპრაქტიკის, როგორც არჩევითი მეთოდის, გამოყენება ზურგის ქვედა ნაწილის მოულოდნელად განვითარებული ტკივილების დროს, როდესაც იგი პერსისტირებს მუდმივად ჩატარებული სხვადასხვა მკურნალობისას. მკურნალობის სამ თვეზე მეტი ხნით გამოყენებისას დამატებითი ეფექტიანობა არ აღინიშნება. ამ მეთოდის ხანგრძლივობა ისეთი მედიკამენტების დროს, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ძვალკუნთოვან სისტემებთან, არ არის დადგენილი.

ხერხემალზე მანიპულაციების შედეგად ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა კისრის ნერვების დაზიანება ან კისრის მიდამოში არსებული არტერიების დაზიანება, იშვიათად ხდება. სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს დისკომფორტი, თავის ტკივილი და დაღლილობა, რომლებიც ჩვეულებრივ 24 საათში გაივლის. სპინალური მანიპულაციები არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აღენიშნებათ:

  • ოსტეოპოროზი

  • ნევროლოგიური დარღვევები (მგრძნობელობის და სიძლიერის დაკარგვა ქვედა კიდურებში ერთ მხარეს ან ორმხრივად)

  • ხერხემალზე ადრე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია

  • ინსულტი

  • სისხლძარღვების პათოლოგია

მასაჟით თერაპია

მასაჟით თერაპია არის სხეულის ქსოვილებზე მანიპულაციების ჩატარება იმისათვის, რომ შენარჩუნდეს კარგი ჯანმრთელობა და შემცირდეს ტკივილი და სტრესი. მასაჟი მოიცავს სხვადასხვა მდგომარეობას, როგორიცაა ნაზი შეხების ან სიღრმისეული შეხების ტექნიკა, დარტყმები და დაჭიმვა (როგორიცაა შვედური მასაჟი), ზეწოლა სპეციალურ წერტილებზე (როგორც ეს გამოიყენება შიაცუს, აკუპრესურისა და ნეირომუსკულარული მასაჟების დროს). მასაჟით თერაპია მოწოდებულია ორგანიზმის ძვალკუნთოვანი, ნერვული და ცირკულატურული სისტემების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

როგორც დადგენილია, მასაჟის ზემოქმედება გამოიხატება შემდეგში:

  • მცირდება ტკივილი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ზურგის ტრავმით, ასევე, კუნთების ტკივილები, ფიბრომიალგია და აღგზნებადობა

  • კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის – დაღლილობის, ტკივილის, გულსისხლძარღვებისა და ღებინების სამკურნალოდ

  • დაბალი წონით დაბადებულ ახალშობილებში ტვინის, ნერვების, ჩვევების ნორმალურ განვითარებას უწყობს ხელს

  • მშობიარობის პროცესში დედის გენიტალიების დაზიანების პრევენციისათვის

  • ქრონიკული შეკრულობის შემსუბუქება

  • ასთმის კონტროლის შესაძლებლობა

მასაჟით შეიძლება სტრესისა და აღგზნებადობის შემცირება.

მასაჟით თერაპიის და სხვა ძალისმიერი მანიპულაციების შემცველი მეთოდების გამოყენების დროს გასათვალისწინებელია შემდეგი გაფრთხილებები:

  • შიშველ კანზე მასაჟი არ უნდა ჩატარდეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ინფექციები ან კანის კონტაგიოზური დაავადებები, ღია ჭრილობები, დამწვრობა, მაღალი ტემპერატურა და სიმსივნეები აღენიშნებათ.

  • მასაჟმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენა იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ თრომბოციტების დაბალი დონე და სისხლის შედედების დარღვევები.

  • მასაჟი არ უნდა გაკეთდეს ძვლებზე, როდესაც გამოხატულია ოსტეოქონდროზი და კიბოს ძვლებში გავრცელებული ფორმის დროს (მეტასტაზირებული კიბო).

როლფინგი

როლფინგი, რომელსაც ასევე უწოდებენ სტრუქტურულ ინტეგრაციას, ეყრდნობა თეორიას იმის შესახებ, რომ კარგი ჯანმრთელობა დამოკიდებულია სხეულის სწორ აღნაგობაზე. ეს მეთოდი მოიცავს ღრმა ქსოვილების მასაჟს, რომელიც სრული სეანსების სახით ტარდება. იგი გამოიხატება იმ ფიბროზული ქსოვილების (როგორიცაა კუნთები) მასაჟითა და დაჭიმვით, რომლებიც ირგვლივ ეხვევა სხეულის ზოგიერთ ნაწილს (ფასცია). როლფინგის ეფექტიანობა ჯერჯერობით მეცნიერულად არ არის დადასტურებული.

რეფლექსოლოგია

რეფლექსოლოგიაში აღიარებული მეთოდია მანუალური, ანუ თითებით ზეწოლა ტერფის სპეციალურ ადგილებში, რომლებიც, როგორც თვლიან, დაკავშირებულია სხეულის სხვადასხვა ორგანოსთან ან სისტემასთან. მიაჩნიათ, რომ ამ ადგილების სტიმულაციის საშუალებით იხსნება ენერგეტიკული ბლოკადა, რომელიც არის ტკივილის ან სხეულის შესაბამისი ნაწილის დაავადების მიზეზი. ამ მეთოდით შეიძლება კიბოთი დაავადებულ ადამიანს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა აღგზნებადობისა და ნერვიულობის შემცირების გზით.

აღნაგობაზე ზემოქმედება განათლებით

აღნიშნული მეთოდის მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა მოძრაობა და შეხებით მანიპულაციები, რათა დახმარება გაეწიოთ ადამიანებს, თავიდან ისწავლონ ჯანსაღი აღნაგობის მნიშვნელობა და უკეთესად შეიცნონ საკუთარი სხეული. თერაპიის მიზანია, შეამსუბუქოს სხეულის დაჭერის ჩვეული და დამაზიანებელი მოქმედებები ადამიანების ცნობიერების გაზრდით, მათთვის შესაბამისი მოძრაობების თავიდან სწავლის გზით. ამ მეთოდების ეფექტიანობა ბოლომდე არ არის შესწავლილი.