ძირმწარა | მკურნალი.გე
  1. ძირმწარა
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
ძირმწარა

ძირმწარა არის მცენარე. მისი ღეროსგან მზადდება სამკურნალო საშუალებები ფხვნილის, აბის ან სითხის სახით.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ძირმწარას ხშირად იყენებენ მენოპაუზის სიმპტომების არსებობის დროს (როგორიცაა შეხურებები, ღამის ოფლიანობა, ხასიათის ცვალებადობა, გახშირებული გულისცემა და საშოს სიმშრალე). ზოგჯერ ძირმწარას იღებენ ართრიტის სამკურნალოდ, შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად ან მენსტრუალური სიმპტომების სამკურნალოდ.

მენსტრუალური სიმპტომების შემსუბუქების მიზნით მისი გამოყენების სარგებლიანობის შესახებ მეცნიერული დასაბუთება ურთიერთსაწინააღმდეგოდ მცირერიცხოვანია. არსებობს, ასევე, სანდო მონაცემები ძირმწარას ეფექტიანობის შესახებ სხვა დარღვევების ან სიმპტომების შემთხვევებში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არცთუ ისე ხშირია. ყველაზე ხშირად შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუში. არ არსებობს დასაბუთებული მონაცემები ძირმწარას სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ძირმწარამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და მხედველობის დარღვევები (მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში). სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს სისხლის წნევის დაქვეითებას, შეკრულობას, ძვლების სიმყიფეს, კუნთების დაზიანებას, დისკომფორტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ღვიძლის ტოქსიკურ დაზიანებას, პულსის სიხშირის დაქვეითებას, გულისრევას და ღებინებას.

ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირინის მიმართ მაღალი მგრძნობელობა ან აქვთ გულის ან ტვინის მხრივ დარღვევები, ჰორმონსენსიტიური კიბო (მაგალითად, ძუძუს კიბოს ზოგიერთი სახეობა), ინსულტი ან მაღალი წნევა, სავარაუდოდ, არ უნდა მიიღონ ძირმწარა. ამერიკის შეერთებული შტატების ფარმაკოპეიის მიერ რეკომენდებულია, რომ ძირმწარას პროდუქტების ეტიკეტებზე უნდა იყოს მითითებული გაფრთხილება ღვიძლზე მისი ტოქსიკური ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ.