ქონდროიტინ სულფატი არის ხრტილისაგან მიღებული პროდუქტი. იგი ექსტრაგირდება ზვიგენის ან ძროხის ხრტილისგან ან ხელოვნურად იწარმოება. იგი ხშირად გამოიყენება გლუკოზასთან კომბინაციაში.
სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ქონდროიტინ სულფატს იყენებენ ორალურად ოსტეოართრიტის სამკურნალოდ. ართრიტების შემთხვევაში იგი უფრო ხშირად გლუკოზამინთან ერთად გამოიყენება. მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის თანახმად, ქონდროიტინ სულფატის დამოუკიდებლად მიღება შედეგიანი არ არის. ჩატარებული მეცნიერული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მისი გლუკოზამინთან კომბინაციაში გამოყენებით შეიძლება შემცირდეს სახსრების ტკივილი და გაუმჯობესდეს სახსრების მობილობა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ქონდროიტინ სულფატს ფაქტობრივად არ ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: მუცლის ტკივილი, გულისრევა და კუჭ-ნაწლავის მხრივ სხვადასხვა სიმპტომი. სხვა გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია გულისცემის სიხშირის პრობლემები და შეშუპება.
ქონდროიტინ სულფატმა შეიძლება იმოქმედოს ისეთი მედიკამენტების შედეგიანობაზე, რომლებიც სისხლის კოლტების პრევენციის მიზნით გამოიყენება (ანტიკოაგულანტები), მაგალითად, ვარფარინის. ქონდროიტინ სულფატი უმეტეს შემთხვევებში უსაფრთხოა, თუმცა, ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ასთმა, სისხლის შედედების პრობლემები ან პროსტატის კიბო, მისი გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.