შტოში | მკურნალი.გე
  1. შტოში
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
შტოში

შტოში არის ხილი, რომელიც საწყისი ფორმით მოიხმარება ან მისგან კეთდება საკვები პროდუქტები, როგორიცაა ჟელე და წვენი.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები შტოშს ხშირად იყენებენ საშარდე სისტემის ინფექციების დროს არსებული სიმპტომების შესამსუბუქებლად ან მათი პრევენციის მიზნით. მისი ეფექტიანობა საშარდე სისტემის ინფექციების პრევენციის მიზნით დოკუმენტურადაა დადასტურებული. ბუნებრივად მომზადებული შტოშის წვენი შეიცავს ანტიციანიდინს, რომელიც ხელს უშლის Escherichia coli-ის (ბაქტერია, რომელიც, ჩვეულებრივ, საშარდე სისტემის ინფექციას იწვევს), მიემაგროს საშარდე სისტემის კედლებს.

ზოგიერთი ადამიანი იღებს შტოშის წვენს ტემპერატურის დასაწევად და, ასევე, კიბოს მკურნალობის მიზნით. თუმცა, არ არსებობს მეცნიერული დადასტურება ასეთ შემთხვევებში შტოშის გამოყენების შედეგიანობის შესახებ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები არ არის ცნობილი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შტოშის წვენი ძლიერ დამტკბარია, რათა გადაიფაროს შტოშისთვის დამახასიათებელი სიმჟავე, ადამიანებმა, რომლებსაც დიაბეტი აქვთ, ხელოვნურად დამტკბარი შტოშის წვენი არ უნდა მოიხმარონ. შტოშის პროდუქტების მიღებამდე ადამიანებმა, რომლებსაც კენჭები აქვთ თირკმელში, უნდა ჩაიტარონ ექიმთან კონსულტაცია. შტოშის პროდუქტებმა შეიძლება გაააქტიურონ იმ მედიკამენტების ეფექტიანობა, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოშობის პრევენციის მიზნით (როგორიცაა ანტიკოაგულანტი ვარფარინი) და შედეგად გამოიწვიონ სისხლდენა. ამგვარად, ადამიანებმა, რომლებიც იღებენ ვარფარინს, უნდა შეწყვიტონ შტოშის წვენების მოხმარება.