დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა) არის სტეროიდი, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვლები და რომლებიც შემდგომ გარდაიქმნება სქესობრივ ჰორმონად (ესტროგენები და ანტროგენები). დჰეა-ის ზემოქმედება ორგანიზმზე ტესტოსტერონის ზემოქმედების იდენტურია. დჰეა მიიღება (ექსტრაქტირდება) მექსიკური იამიდან (ტკბილი კარტოფილი).
სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები დჰეა-ის დანამატებს იღებენ იმისთვის, რომ გაიუმჯობესონ ხასიათი, ენერგიის შესაძლებლობები, კარგად ყოფნის შეგრძნება და სტრესთან გამკლავების უნარი. მისი გამოყენების სხვა მიზნებია: ღამით ღრმა ძილი, ქოლესტერონის დონის დაქვეითება და ორგანიზმის ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება. არსებობს მონაცემები, რომ იგი ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას ალცჰეიმერის დაავადების მქონე ადამიანებში. დჰეა-ის სამკურნალო თვისებები მეცნიერულად დადასტურებული არ არის. ბევრი ათლეტი მიუთითებს, რომ დჰეა ზრდის კუნთების მასას და აძლიერებს ათლეტური პერფორმანსის უნარს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: თეორიულად, დჰეა-ის მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს ძუძუს გადიდება მამაკაცებში და თმიანობა ქალებში და მან შესაძლოა ხელი შეუწყოს პროსტატის გადიდებას, აგრეთვე, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლებისა და სხვა ჰორმონსენსიტიური კიბოს განვითარებას. თუმცა, ამგვარი ზემოქმედების შესაძლებლობა ჯერჯერობით დასაბუთებული არ არის. დჰეა არ უნდა იყოს გამოყენებული ბავშვებში. სხვა გვერდითი მოვლენებიდან ცნობილია შფოთვა, უძილობა, ნევროზი, აღგზნებადობა და ფსიქოზი.