თევზის ქონის მიღება შეიძლება უშუალოდ საკვების სახით და, აგრეთვე, კონცენტრირებული, ინკაფსულირებული ფორმით. მის აქტიურ ინგრედიენტებს წარმოადგენს ომეგა 3 ამინომჟავები (ეიკოსაპენტენოიკის მჟავა [ეპა] და დოკოსაჩექსენოიკის მჟავა [დპა]). დასავლეთის ქვეყნებში არსებული საკვები პროდუქტები ომეგა 3 ამინომჟავების მცირე რაოდენობას შეიცავენ.
სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: თევზის ქონი გამოიყენება ათეროსკლეროზით გამოწვეული კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. არსებობს ზუსტი, მეცნიერულად დასაბუთებული მოსაზრება, რომ თევზის ქონის ცხიმოვანი მჟავები ამცირებს გულის შეტევების და სიკვდილის რისკს გულის რიტმის დარღვევების მქონე იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ კორონალური არტერიების დაავადება და იღებენ ტრადიციულ მედიკამენტებს. ეს ცხიმოვანი მჟავები ასევე ამცირებს ტრიგლიცერიდების რაოდენობას და მცირედით აქვეითებს არტერიულ წნევასაც. თევზის ქონი, ასევე, იცავს თირკმლებს ციკლოსპორინების ჯგუფის მედიკამენტების ტოქსიკური ზემოქმედებისგან. თევზის ქონის დანამატები აგრეთვე გამოიყენება რევმატიული ართრიტების სამკურნალოდ. თუმცა, მეცნიერული კვლევები, რომლებიც ზუსტად დაადასტურებდა მის სარგებლიანობას, არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მიცემა ჩვილებისთვის ადეკვატურია მათი ტვინის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამიტომ მეძუძურმა დედებმა უნდა მიიღონ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: თევზის ქონის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ბოყინი, აკნეს გამწვავება, გულისრევა და დიარეა. მცირერიცხოვანი კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ დიდი რაოდენობით თევზის ქონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგრამ სხვა კვლევები არ ადასტურებს ასეთი კავშირის არსებობას. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი თევზი ჭარბი რაოდენობით შეიცავს ვერცხლისწყალს, თუმცა, ლაბორატორიული ტესტირებით ვერცხლისწყლის ჭარბი შემცველობა თევზის ქონის დანამატებში არ დასტურდება. მიუხედავად ამისა, ორსულმა და მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ თევზიდან ექსტრაგირებული ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დანამატები, არ უნდა ჭამონ თევზის ზოგიერთი სახეობა და არ უნდა მიიღონ მისი დიდი რაოდენობა, ვერცხლისწყლის შესაძლო კონტამინაციის რისკის თავიდან აცილების მიზნით.