კანადური ყვითელფესვა არის მცენარე, რომელიც ბაიების ჯგუფს მიეკუთვნება. მისი აქტიური კომპონენტებია ჰიდრასტინი და ბერბერინი, რომლებსაც აქვთ ანტისეპტიკური თვისებები. ბარბერინი, ასევე, გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ.
სამედიცინო ეფექტურობის მონაცემები:კანადური ყვითელფესვა გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება, გამოსავლებად პირის ღრუში წყლულების არსებობისას, თვალში ანთებითი პროცესის დროს, ჭრილობებსა და გაღიზიანებულ კანზე და, აგრეთვე, საშოს ინფექციების დროს გამორეცხვის მეთოდით. იგი გამოიყენება ექინაცეასთან კომბინაციაში გაციების სამკურნალოდ, თუმცა მისი, როგორც გაციების სამკურნალო საშუალების, ეფექტიანობა არ არის ბოლომდე დადასტურებული. კანადური ყვითელფესვა ასევე გამოიყენება საჭმლის მონელების პრობლემების და დიარეის სამკურნალოდ. ორ შედარებით კარგად შესრულებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ ბერბერინის იზოლირებულად გამოყენება კანადური ყვითელფესვას გარეშე ამცირებს დიარეის სიმწვავეს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: კანადურმა ყვითელფესვამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, შარდსადენის შევიწროება, სიყვითლე ახალშობილებში და არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტენზია). მისი დიდი რაოდენობით მიღებისას შეიძლება განვითარდეს რესპირაციული ტრაქტის მხრივ შეტევები და უკმარისობა. მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულზე. კანადური ყვითელფესვა შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს სისხლის კოლტების წარმოშობის პრევენციისთვის გამოყენებულ მედიკამენტებთან (როგორიცაა ვარფარინი). ორსულ ქალებს და მეძუძურ დედებს, ახალშობილებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება და სისხლის შედედების პრობლემები, კანადური ყვითელფესვა არ უნდა მიეცეთ.