კავა მიიღება ბუჩქის ფესვისგან, რომელიც იზრდება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. იგი გამოიყენება, როგორც ჩაის, ასევე კაფსულის სახით.
სამედიცინო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები უფრო ხშირად კავას იყენებენ აღგზნების, შფოთვის შესამცირებლად ან სტრესის მოსახსნელად და დაძინების მიზნით. ზოგიერთი ადამიანი კავას იღებს ასთმის, მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დროს და საშარდე სისტემის ინფექციების შემთხვევებში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: 20-ზე მეტ ადამიანს ევროპაში კავას მიღების შედეგად განუვითარდა ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით), ამიტომ "საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ" მოითხოვა, რომ კავას პროდუქტების ეტიკეტზე იყოს გაფრთხილება მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ. მისი უსაფრთხოების საკითხი მუდმივი ზედამხედველობის საგანს წარმოადგენს.
როდესაც კავა ტრადიციულად მზადდება (როგორც ჩაი) და გამოიყენება მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს ქერცლოვანი დერმატიტი (kava detmopathy), მხედველობის პრობლემები, ცვლილებები სისხლში (როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მომატება) და მოძრაობის დარღვევები (როგორიცაა, პარკინსონის დაავადების გამწვავება). აგრეთვე, კავამ შეიძლება გაახანგრძლივოს სედაციური საშუალებების (როგორიცაა ბარბიტურატები) მოქმედების პერიოდი, აგრეთვე იმოქმედოს საჭის მართვის პროცესზე ან სხვა აქტივობებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.