S-ადენოზილ-L-მეთიონინი | მკურნალი.გე
  1. S-ადენოზილ-L-მეთიონინი
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
S-ადენოზილ-L-მეთიონინი

S-ადენოზილ-L-მეთიონინი (სამე) არის ადამიანის ორგანიზმში არსებული ბუნებრივი აგენტი, რომელიც, აგრეთვე, იწარმოება ქარხნული წესით, როგორც მისი სინთეტური ფორმა.

სამედიცინო ეფექტიანობის მონაცემები: არსებობს მოსაზრება, რომ სამე ეფექტიანია დეპრესიის, ოსტეოართრიტის და ღვიძლის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ, თუმცა, სამეცნიერო კვლევების შედეგებით არ დასტურდება აღნიშნული მოსაზრება. მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომ მისი შედეგიანობა დადასტურდეს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ბიპოლარული დარღვევა, არ უნდა გამოიყენონ სამე, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მანიაკალური გამოვლინებები.