მცენარის ყვავილებში არსებული მოწითალო ფერის ნივთიერება შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ სტრუქტურას, ჰიპერიცინის და ჰიპერფორინის ჩათვლით.
სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები კრაზანას ხშირად იღებენ დეპრესიის სიმპტომების შესამსუბუქებლად. კვლევის შედეგები განსხვავებულია. ითვლება, რომ კრაზანით მკურნალობა შეიძლება ეფექტიანი იყოს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის და ხანმოკლე დეპრესიის დროს. ფართომასშტაბიანი, კარგად შესრულებული კვლევით აღმოჩნდა, რომ კრაზანა უშედეგოა მძიმე დეპრესიის შემთხვევაში.
კრაზანა გამოიყენება ვიტილიგოს სამკურნალოდ, თუმცა, მისი ეფექტიანობა ამ დარღვევების სამკურნალოდ არ არის დადასტურებული.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: კრაზანამ შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება. სხვა გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტი, დაღლილობა და თავის ტკივილი. ორსულმა ქალებმა არ უნდა მიიღოს ეს დანამატი, ვინაიდან იგი აძლიერებს საშვილოსნოს კუნთების ტონუსს და შეიძლება ნაადრევი მშობიარობის რისკი გაზარდოს.
კრაზანასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ მან შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს სამკურნალოდ დანიშნულ მედიკამენტებზე. ასეთმა ურთიერთქმედებამ შესაძლოა ტოქსიკური რეაქციები ან მედიკამენტების უშედეგობა გამოიწვიოს.