თუთია არის მინერალი, რომლის მცირე რაოდენობა საჭიროა ბევრი მეტაბოლური პროცესის განსახორციელებლად. საკვები პროდუქტებიდან იგი მოიპოვება ხამაწკებში, ხორცში და ფორტიფიცირებულ მარცვლეულში.
სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: ადამიანები ხშირად იღებენ თუთიას საწუწნი აბების ფორმით გაციების სიმპტომების შესამცირებლად. სამეცნიერო კვლევების შედეგები არამყარია, მაგრამ, თუ თუთია ეფექტიანად ჩაითვლება, მისი ეფექტი შესაძლოა იყოს მინიმალური და მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე მიიღება.
ზოგიერთი ადამიანი თუთიას იღებს ჭრილობის შეხორცების მიზნით, ვინაიდან თუთიის დეფიციტის შემთხვევებში ჭრილობის შეხორცების პერიოდი ხანგრძლივდება. თუთიის მცირედ გამოხატული დეფიციტი აფერხებს ბავშვების ზრდის პროცესს და მისი კორექცია თუთიის დანამატების მიღებით შეიძლება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: თუთია ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ მაღალი დოზების მიღებისას იგი ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ორგანოებზე. თუთიის საწუწნი აბების მიღებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია შემდეგი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის ღრუს გაღიზიანება და ტკივილი, თუთიის ცუდი გემო. გამომდინარე იქიდან, რომ თუთია არის მეტალი და მას შეუძლია ორგანიზმიდან სხვა აუცილებელი მეტალების გამოდევნა, თუთიის საწუწნი აბების მიღება არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტხანს. თუთიის აეროზოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირისა და ყელის გაღიზიანება. თუთიის დანამატების მიღების დროს ზოგიერთი ანტიბიოტიკის ზემოქმედება შეიძლება შემცირდეს.