პრობლემები მოგზაურობის შემდეგ | მკურნალი.გე
  1. პრობლემები მოგზაურობის შემდეგ
  2. მოგზაურობა და ჯანმრთელობა
  3. საგანგებო საკითხები
პრობლემები მოგზაურობის შემდეგ

ის სიმპტომები და ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც მოგზაურობისას განვითარდა და სახლში დაბრუნების შემდეგ არ გაიარა, ექიმთან ვიზიტს საჭიროებს.

პრობლემები მოგზაურობის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს. ამის მაგალითია აზოტის ნარკოზი (მყვინთავთა, ანუ კესონის, დაავადება), რაც ყვინთვის შემდეგ სახლში დაბრუნებისას, თვითმფრინავში ვითარდება ხოლმე. ზოგი სიმპტომი მოგზაურობიდან კვირების ან თვეების მერე ვლინდება. განსაკუთრებით ხშირია ცხელება უცხო ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ. მაგალითად, მალარია ხშირად იწვევს ცხელებას ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში. ხშირად კავშირი მოგზაურობასა და ახალგამოვლენილ სიმპტომებს შორის ცხადი არ არის, მაგრამ, დიაგნოზის დასასმელად უმნიშვნელოვანესი შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ადამიანმა ნებისმიერი სამედიცინო პრობლემის შემთხვევაში უნდა უთხრას ექიმს, სადმე იმოგზაურა თუ არა ბოლო დროს.

სამოგზაურო კლინიკების სია განთავსებულია მოგზაურთა მედიცინის საერთაშორისო საზოგადოებისა (www.istm.org) და ტროპიკული მედიცინისა და ჰიგიენის ამერიკული საზოგადოების (www.astmh.org) ვებგვერდებზე. ბევრი ასეთი კლინიკა სპეციალიზდება სახლში დაბრუნების შემდეგ ავადმყოფ მოგზაურთა სამედიცინო დახმარებაში.