შანკროიდი (რბილი შანკრი) | მკურნალი.გე
  1. შანკროიდი (რბილი შანკრი)
  2. ჰემორაგიული ცხელებები
  3. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  4. ინფექციები
შანკროიდი (რბილი შანკრი)

შანკროიდი (რბილი შანკრი) არის სექსუალური გზით გადამდები დაავადება, გამოწვეული Haemophilus ducreyi ბაქტერიით, რომელიც გენიტალიების მიდამოებში მტკივნეული იარების განვითარებას იწვევს.

განვითარებად ქვეყნებში რბილი შანკრის შემთხვევები იშვიათია, მაგრამ იგი გენიტალიების წყლულების განვითარების ხშირი მიზეზია მთელ მსოფლიოში და, ძირითადად, მეძავებისგან ვრცელდება მამაკაცებში, ვინაიდან რბილი შანკრი გენიტალიების მიდამოში წყლულების გაჩენას იწვევს. ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული სიმპტომები აღენიშნებათ, სავარაუდოდ, აივ ინფიცირებულები არიან და ინფექციის შემდგომი გავრცელება შეუძლიათ.

სიმპტომები

სიმპტომები იწყება ინფიცირებიდან 3-დან 7 დღეში. გენიტალიებსა და ანუსის მიდამოებში ჩნდება პატარა, მტკივნეული ბუშტუკები, რომლებიც სწრაფად სკდება და წყლულები წარმოიქმნება. ეს წყლულები შეიძლება გადიდდეს და გაერთიანდეს. შორისის მიდამოში არსებული ლიმფური ჯირკვლები დიდდება, ხდება მგრძნობიარე, ერთიანდება და ქმნის ჩირქგროვას (აბსცესი), რომელსაც ბუბონებს უწოდებენ. აბსცესის ზედაპირზე კანი წითელი და პრიალა ხდება, შეიძლება გასკდეს და ლიმფური ჯირკვლებიდან ჩირქი კანზე გადმოდინდეს. კანის სხვადასხვა ადგილზე შეიძლება წყლულების ფორმირება მოხდეს.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმები შანკრის არსებობას მაშინ ვარაუდობენ, როდესაც ადამიანებს გენიტალიების მიდამოებში წყლულები გამოხატული მიზეზის გარეშე აღენიშნებათ. შანკრის სადიაგნოსტიკო სარწმუნო ტესტები არ არსებობს, მაგრამ სხვა მიზეზების დასადგენად სისხლის ანალიზები უნდა გაკეთდეს.

შანკრის დროს ეფექტიანია ზოგიერთი ანტიბიოტიკი. შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემდეგი ანტიბიოტიკები:

  • ცეფტრიაქსინის ერთი ინექცია

  • აზიტრომიცინი ორალურად ერთი დოზა

  • ციფროფლოქსაცინი ორალურად 3 დღე

  • ერითრომიცინი ორალურად 7 დღე