ქლამიდიოზური ინფექციები მიეკუთვნება შარდსადენისა და საშვილოსნოს ყელის სექსუალურად გადამდებ დაავადებებს, რომლებსაც იწვევს ბაქტერია Chlamydia trachomatis. შარდსადენის ინფექციას შედარებით ნაკლები სიხშირით იწვევს სხვა ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა Ureaplasma და mycoplasmas.
ზოგიერთი ბაქტერია იწვევს დაავადების ისეთ ფორმას, რომელიც გონორეას ჰგავს. ასეთი ბაქტერიებია: Chlamydia trachomatis, Trichomonas vaginalis, Ureaplasma და მიკოპლაზმების სხვადასხვა სახეობა. ლაბორატორიულად შეიძლება ქლამიდიის იდენტიფიცირება, მაგრამ რთულია სხვა ბაქტერიების გამოვლენა. ამდენად, სხვა ინფექციებს, რომლებსაც სხვა ბაქტერიები იწვევენ, უწოდებენ არაგონოკოკურ, არაქლამიდიურ ინფექციებს, რომლის დროს, ძირითადად, ურეთრა (Urethritis) ზიანდება.
ქლამიდიური ინფექცია არის ყველაზე ხშირად აღწერილი სექსუალურად გადამდები დაავადება (სგდ). 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა ინფორმაცია ქლამიდიოზის მილიონზე მეტი შემთხვევის შესახებ. თუმცა, ვინაიდან ინფექციის დროს ხშირად სიმპტომები არ ვლინდება, ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა შეიძლება 4-ჯერ მეტი იყოს. მამაკაცების შემთხვევაში ქლამიდია იწვევს შარდსადენის ინფექციების ნახევარს, რომელიც არ იწვევს გონორეას. შარდსადენის ინფექციების უმეტესობა კი შესაძლოა გამოწვეული იყოს Ureaplasma urealyticum-ით ან mycoplasmas-ით. ქალების შემთხვევაში ქლამიდია ითვლება საშვილოსნოს ყელის ინფექციების (ცერვიცირის) ძირითად მიზეზად, რასაც გონორეა იწვევს. ზოგჯერ ორივე სექსპარტნიორს ერთდროულად აღენიშნება გონორეა და ქლამიდიური ინფექცია.
მამაკაცებს ქლამიდიური ურეთრიტის სიმპტომები უვლინდებათ 7-დან 28 დღეში სექსუალური გზით ინფიცირების შემდეგ. ტიპურ შემთხვევებში, კაცები შარდვის დროს გრძნობენ წვას ურეთრაში და მათ შეიძლება ჰქონდეთ როგორც სუფთა, ასევე მღვრიე გამონადენი პენისიდან. ეს გამონადენი, ჩვეულებრივ, ნაკლებად სქელია, ვიდრე გონორეას შემთხვევაში. გამონადენი შესაძლოა იყოს მცირე და სიმპტომები – მსუბუქად გამოხატული. თუმცა, დილაობით შესაძლოა პენისის ხვრელი წითელი ფერისა და გამომშრალი სეკრეტით შეწებებული იყოს. ზოგჯერ ინფექცია შეიძლება უფრო დრამატულად დაიწყოს, კერძოდ, შარდვის ხშირი სურვილით, მტკივნეული შარდვითა და შარდსადენიდან ჩირქოვანი გამონადენით.
ბევრ ქალს, რომელსაც აქვს საშვილოსნოს ყელის ქლამიდიოზი, აღენიშნება ერთეული სიმპტომები ან საერთოდ არ აღენიშნება, მაგრამ ზოგიერთს აქვს გახშირებული, მტკივნეული შარდვა და ყვითელი ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი საშოდან.
გართულებები: თუ ინფექცია გავრცელდება ქალის რეპროდუქციული ტრაქტის ზევით, შესაძლებელია მოხდეს იმ მილების დაინფიცირება, რომლებიც საკვერცხეებს შარდსადენთან (ფალოპის მილები) აერთებენ. ამ ინფექციას უწოდებენ სალპინგიტს ან მენჯის ღრუს ანთებით დაავადებას, რომელიც მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს. ზოგიერთ ქალს მუცლის ღრუს შიდა ფენის (peritoneum) ანთება უვითარდება. ეს ანთებითი პროცესი, რომელსაც პერიტონიტს უწოდებენ, მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში იწვევს უფრო ძლიერ ტკივილს, ზოგჯერ – ღვიძლის საპროექციო არეში, მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში.
ანუსის დაინფიცირების შემთხვევაში, ადამიანებს შეიძლება სწორი ნაწლავის არეში ჰქონდეთ ტკივილი, ამასთან, ლორწოს შემცველი ჩირქოვანი, ყვითელი ფერის გამონადენი სწორი ნაწლავიდან.
ქლამიდიური გენიტალიური ინფექციები ზოგჯერ იწვევენ სახსრების ანთებას – რეაქტიულ ართრიტებს (რომელსაც ადრე რეიტერის სინდრომს უწოდებდნენ). რეაქციული ართრიტის დროს ერთდროულად რამდენიმე სახსარი ზიანდება, უმეტესწილად – ქვედა კიდურები. როგორც ჩანს, ანთებითი პროცესი ასეთ შემთხვევაში არის გენიტალიების ინფექციაზე ორგანიზმის იმუნური რეაქცია და არა ინფექციის სახსრებში გავრცელების შედეგი. სიმპტომები ქლამიდიური ინფექციის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ იწყება.
ქლამიდიური ურეთრიტი არ საჭიროებს მკურნალობას. სიმპტომები, ჩვეულებრივ, 4-დან 6 კვირაში ქრება. თუმცა, მკურნალობა თუ არ ჩატარდა, ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, განსაკუთრებით ქალებში, რომლებიც დიდი ხნის წინ იყვნენ დაინფიცირებულნი. გართულებები მოიცავს მუცლის ქრონიკულ ტკივილებსა და ფალოპის მილების დანაწიბურებას. ამ ნაწიბურებმა შეიძლება უნაყოფობა და საშვილოსნოს გარე ორსულობა გამოიწვიოს.
ექიმები ამ ინფექციების არსებობას ვარაუდობენ ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა პენისიდან ან საშვილოსნოს ყელიდან გამონადენი. უმეტეს შემთხვევაში ექიმები ქლამიდიური ინფექციის დიაგნოზს ბაქტერიის უნიკალური, გენეტიკური მასალის (დნმ და რნმ) აღმოჩენის საფუძველზე ადგენენ. ამ დროს ანალიზისთვის გამოიყენება პენისიდან და საშვილოსნოს ყელიდან გამონადენის ნიმუში. ამ ანალიზების ზოგიერთი მეთოდით შარდის ნიმუშის გამოკვლევა შეიძლება. ამ შემთხვევაში ადამიანებმა შესაძლებელია თავიდან აიცილონ ის დისკომფორტი, რომელსაც ნიმუშის მისაღებად საჭირო მასალის აღებისა და მენჯის ღრუს გამოსაკვლევი მანიპულაციები იწვევს.
თანამდევი გონორეის სადიაგნოსტიკოდ ხშირად იმავე ნიმუშის აღებაა საჭირო. სხვა გენიტალიური ინფექციების შემთხვევაში, რომლებსაც ურეაპლაზმა და მიკოპლაზმა იწვევს, სპეციფიკური ტესტები, ჩვეულებრივ, არ ტარდება. ამ ინფექციების დიაგნოზი ისმება დამახასიათებელი სიმპტომების საფუძველზე, გონორეისა და ქლამიდიური ინფექციების გამორიცხვის შემდეგ.
სკრინინგი: გამომდინარე იქიდან, რომ ქლამიდიური ინფექცია გავრცელებული დაავადებაა და ასევე, იმიტომ, რომ ბევრ დაინფიცირებულ ქალს სიმპტომები არ აღენიშნება, ეს ტესტები რეკომენდებულია ყველა სექსუალურად აქტიური ქალისთვის, 15-დან 25 წლის ასაკში სექსუალურად გადამდები დაავადების სკრინინგის მიზნით.
ქლამიდიური ურეაპლაზმური და მიკოპლაზმური ინფექციების მკურნალობა ტარდება აზიტრომიცინის, დოქსოციკლინის ან ლევოფლოქსაცინის დღეში ერთი დოზის ორალურად მიღებით, 7 დღის განმავლობაში. ამასთან, გამოიყენება სხვა ისეთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა ცეფტრიაქსონი კუნთებში ინექციის გზით გონორეის სამკურნალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი ინფექცია მსგავსია და ბევრ ადამიანს ორივე დაავადება ერთდროულად აქვს. ორსულ ქალებს, ტეტრაციკლინისა და დოქსოციკლინის ნაცვლად, აძლევენ აზიტრომიცინს, ვინაიდან აღნიშნული მედიკამენტები ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული. თუ სიმპტომები პერსისტირებს ან განმეორებით ვლინდება, მკურნალობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განმეორებით უნდა ჩატარდეს.
ინფიცირებულმა პირებმა მკურნალობის დასრულებამდე თავი უნდა შეიკავონ სექსუალური ურთიერთობებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სექსპარტნიორის დაინფიცირება. ამავე დროს, სექსპარტნიორსაც, თუ ეს შესაძლებელია, უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა და მანაც ასევე თავი უნდა შეიკავონ სექსუალური ურთიერთობებისგან, სანამ მკურნალობის კურსს არ დაამთავრებს, ვინაიდან სხვა ქლამიდიური ინფექციის ან სხვა სექსუალურად გადამდები დაავადების რისკი 3-4 თვის განმავლობაში საკმაოდ მაღალია. ამ პერიოდში საჭიროა სკრინინგის თავიდან ჩატარება.