საზარდულის გრანულომა | მკურნალი.გე
  1. საზარდულის გრანულომა
  2. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  3. ინფექციები
საზარდულის გრანულომა

საზარდულის გრანულომა არის იშვიათი სექსუალურად გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს Calymmatobacterium granulomatis. იგი გენიტალიების ქრონიკული ანთებითა და დანაწიბურებით გამოიხატება.

საზარდულის გრანულომის შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებში ძალიან იშვიათია, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არსებობს პაპუა-ახალ გვინეაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიისა და ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში.

სიმპტომები

სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება დაინფიცირებიდან 1-2 კვირაში. პირველი სიმპტომია უმტკივნეულო, წითელი კვანძი, რომელიც ნელა იზრდება და მრგვალ, კანიდან ამოწეულ, სიმსივნური წარმონაქმნის ფორმას იღებს. ეს წარმონაქმნი შემდეგ სკდება და ინფიცირების ახლომდებარე ადგილებში წყლული ფორმირდება.

  • პენისი, სათესლე პარკი, შორისი, ბარძაყები (მამაკაცებში)

  • ვულვა, საშო და ირგვლივ ქსოვილები (ქალებში)

  • სახე, ორივე სქესის წარმომადგენელში

  • იმ ადამიანების ანუსი და დუნდულოები, რომლებიც ანალური სექსით არიან დაკავებულნი

წყლულები შესაძლებელია სხვა ადგილებშიც გავრცელდეს. მათი განკურნება ნელა ხდება და ამ ადგილებში ნაწიბურები რჩება. ზოგჯერ ინფექცია სისხლის ნაკადით ძვლებში, სახსრებში ან ღვიძლში ვრცელდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი სავარაუდოა, როცა ადამიანები ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც დაფიქსირებულია ინფექციის შემთხვევები და მათ ინფექციისათვის დამახასიათე-

ბელი წყლულები აღენიშნებათ. დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმი წყლულებიდან იღებს სითხის ნიმუშს და მათ მიკროსკოპით იკვლევს.

ეფექტიანია ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლის ან დოქსოციკლინის დალევა სამი კვირის განმავლობაში მაინც.