ზოგიერთი ბაქტერია (Shigella, Campylobacter, Salmonella ), ვირუსები (ჰეპატიტი A, B და C) და პარაზიტები (Giardia და ზოგიერთი ამება) ზოგჯერ სექსუალური ურთიერთობის დროს გადაეცემა, თუმცა, ტიპურ შემთხვევებში ისინი სხვა გზით გადაეცემიან. ეს ორგანიზმები, გარდა ჰეპატიტის B და C ვირუსებისა, ტიპურ შემთხვევებში აინფიცირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი დაინფიცირებულ საკვებს ან წყალს მოიხმარს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ორგანიზმები მრავლდება და შემდეგ განავალში გამოიყოფა. ისინი შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებულის ანუსთან ან განავალთან კონტაქტის გზით – მაგალითად, ანალური სექსის დროს.
სიმპტომები სხვადასხვა სახისაა და დამოკიდებულია გამომწვევი მიკროორგანიზმების თავისებურებებზე. სიმპტომები მოიცავს: დიარეას, ცხელებას, მუცლის ტკივილს ან შებერილობას, გულისრევას, ღებინებასა და სიყვითლეს.
ინფექციის რეციდივები ხშირია, განსაკუთრებით ჰომოსექსუალ მამაკაცებში, რომლებსაც ბევრი სექსპარტნიორი ჰყავთ. ზოგიერთი ინფექცია სიმპტომებს არ იწვევს, მაგრამ შეიძლება განვითარდეს სერიოზული, გახანგრძლივებული გართულებები, როგორიცაა B და C ჰეპატიტი.