გარე და შიდა ბარიერები | მკურნალი.გე
  1. გარე და შიდა ბარიერები
  2. ადამიანის სხეული
  3. საფუძვლები
გარე და შიდა ბარიერები

რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, იმის განსაზღვრა, რას ნიშნავს "სხეულის გარე" და "სხეულისშიდა" ყოველთვის ადვილი არ არის, ვინაიდან სხეულს ბევრი ზედაპირი აქვს. კანი, რომელიც, ფაქტობრივად, ორგანოთა სისტემაა სხეულის გარეთ არის განთავსებული და ბარიერია, რომელიც სხეულს იცავს მავნე ნივთიერებების შეღწევისგან. საჭმლის მომნელებელი სისტემაგრძელი, დაკლაკნილი მილია, რომელიც იწყება პირისღრუში, გაივლის მთელ სხეულს და მთავრდება ანუსით.საკვები, რომელიც გაივლის ამ მილში, სხეულის შიგნითარის მოთავსებული თუ გარეთ? სინამდვილეში საკვებინივთიერება და სითხე შიდა გარემოში გადადის მათი სისხლის ნაკადში შეწოვის შემდეგ.ჰაერი ცხვირიდან და ხორხიდან გადადის სასუნთქმილში (ტრაქეა), შემდეგ დიდი მოცულობის დატოტვილსაჰაერო მილებში (ბრონქები). ამ გზის რომელი ნაწილიშეიძლება ჩაითვალოს სხეულის შიდა სივრცედ? ფილტვებში ჟანგბადი ორგანიზმისთვის უსარგებლოა მანამ,სანამ ის სისხლის ნაკადში არ მოხვდება.

გული
მინაწერი სურათზე Caption

სისხლის ნაკადში გადასასვლელად ჟანგბადმა უნდა გააღწიოს უჯრედების თხელ გარსში, რომლითაც ფილტვებია ამოფენილი.ეს გარსი ბარიერია ვირუსებისა და ბაქტერიებისათვის,მათ შორის ტუბერკულოზის გამომწვევისთვის, რომელმაც შეიძლება შეაღწიოს ფილტვებში ჰაერთან ერთად. ესორგანიზმები დაავადებას არ იწვევენ მანამ, სანამ არ შეაღწევენ უჯრედებში ან არ მოხვდებიან სისხლის ნაკადში.ვინაიდან ფილტვებს აქვს მრავალი დამცავი მექანიზმი,ისეთები, როგორიცაა ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულები, წამწამები – უცხო ნაწილაკების მოსაცილებლად ჰაერგამტარი გზებიდან; ამიტომაც ჰაერწვეთოვანიგზით გადაცემული მიკროორგანიზმების უმრავლესობავერასოდეს იწვევს დაავადებას.

ორგანოთა ძირითადი სისტემები
სისტემა

სისტემაში

შემავალიორგანოები

სისტემა

სისტემაში

შემავალიორგანოები

გულ­-სისხლძარღვთა

გული;

სისხლძარღვები (არტერიები,კაპილარები, ვენები)

საჭმლის მომნელებელი

პირი

საყლაპავი

კუჭი

წვრილი ნაწლავი

მსხვილი ნაწლავი

სწორი ნაწლავი;

ანუსი ღვიძლი ნაღვლის ბუშტი პანკრეასი (ის ნაწილი, რომელიც გამოიმუშავებს ენზიმებს) აპენდიქსი

სასუნთქი

ცხვირი

პირი

ხახა

ხორხი

ტრაქეა

ბრონქები

ფილტვები

ენდოკრინული
კანი კანი (თავად კანი და მის ქვეშმდებარე შემაერთქსოვილოვანი სტრუქტურები, აგრეთვე ცხიმი, ჯირკვლები და სისხლძარღვები) საშარდე
ძვალკუნთოვანი კუნთებიმყესები და იოგები ძვლები სახსრები მამაკაცის რეპროდუქციული

სასქესო ასო

წინამდებარე ჯირკვალი

სათესლე ბუშტუკები

თესლის გამომტანი სადინარები

სათესლე ჯირკვლები

სისხლი სისხლის უჯრედები და თრომბოციტები პლაზმა (სისხლის თხიერი ნაწილი)ძვლის ტვინი (სადაც წარმოიშობა სისხლის უჯრედები) ელენთა მკერდუკანა ჯირკვალი ქალისრეპროდუქციული

საშო

საშვილოსნოს ყელი

საშვილოსნო ფალოპის მილები

საკვერცხეები

სხეულის ზედაპირი არა მხოლოდ გარე და შიგა ნაწილების გამყოფია, არამედ შესაძლებელს ხდის სტრუქტურებისა და სუბსტანციების დამაგრებას თავ-­თავის ადგილებზე, რაც მათ სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მაგალითად, შინაგანი ორგანოები სისხლში არ არის მოთავსებული, სისხლი, ჩვეულებრივ, სისხლის ძარღვებში მოძრაობს. თუ სისხლი გამოედინება სისხლძარღვებიდან და ჩაედინება სხეულის რომელიმენაწილში (ჰემორაგია), ეს არა მხოლოდ აუარესებს ქსოვილების მომარაგებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მათ. მაგალითად, სისხლის მცირე რაოდენობაც კი, რომელიც ჩაიქცევა ტვინში, ძლიერ აზიანებს ტვინის ქსოვილს, ვინაიდან ქალასშიგა სივრცე ვერ გაიზრდება. მეორე მხრივ, მუცელში ჩაქცეული სისხლის იგივე რაოდენობა არ აზიანებს ქსოვილებს, ვინაიდან მუცელში საკმარისი სივრცეა.

ნერწყვმა, აგრერიგად მნიშვნელოვანმა პირის ღრუში,ფილტვში მოხვედრისას მისი მძიმე დაზიანება შეიძლებაგამოიწვიოს, ვინაიდან ნერწყვს გადააქვს ბაქტერიები, რომელთაც შეუძლია ფილტვში აბსცესის ჩამოყალიბება.კუჭში გამომუშავებული მარილმჟავა თავად კუჭს იშვიათად აზიანებს. ამავე დროს, საყლაპავში მოხვედრისას,შეიძლება `"დაწვას" და დააზიანოს საყლაპავი, აგრეთვე, დააზიანოს სხვა ორგანოები, თუ ის გადმოიღვრება მუცლის ღრუში კუჭის კედლის მთლიანობის დარღვევისას.განავალმა, საკვების მოუნელებელმა ნაწილმა, რომელიცუკანა ტანიდან გამოიყოფა, შეიძლება განაპირობოს სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, თუ ის, ნაწლავის კედლის დაზიანების გამო, მუცლის ღრუში ჩაიღვრება.

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური სიმპტომები მაშინაც კი, როცა ადამიანი ავად არ არის. ამისიმიზეზია სხეულის ფიზიოლოგიური რეაქცია ემოციურსტრესზე. მაგალითად, სტრესი შეიძლება შფოთვის, შიშისმიზეზი გახდეს, რაც, ავტონომიურ ნერვულ სისტემაზედა ჰორმონების, სახელდობრ, ეპინეფრინის გამომუშავებაზე ზემოქმედების გზით, იწვევს გულისცემის გახშირებას, სისხლის წნევის მომატებას, ოფლიანობას. სტრესმაშეიძლება განაპირობოს კუნთოვანი დაჭიმულობა, რამაცკისერში, წელის არეში, თავში ან სხვა მიდამოში ტკივილიშეიძლება გამოიწვიოს.

ფსიქიკურისა და ფიზიკურის ურთიერთქმედება წააგავს ქუჩას ორმხრივი მოძრაობით. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს კი არ შეუძლია დასაბამი მისცეს ამა თუ იმ ფიზიკურ დაავადებას, არამედ ფიზიკურ დაავადებასაც შეუძლია ზემოქმედება ადამიანის აზროვნებასა ან განწყობაზე. სიცოცხლისთვის საშიში,შებრუნებითი ან ქრონიკული დაავადებების დროს პაციენტების უმრავლესობა დეპრესიით არის შეპყრობილი.თავის მხრივ, დეპრესიას შეუძლია გააუარესოს ფიზიკური დაავადება, გააძლიეროს ტანჯვა.