მედიცინაში ყველაზე მართებული გადაწყვეტილებები მაშინ მიიღება, როცა ამაში ექიმი და პაციენტი ერთად არიან ჩართულნი. ექიმის სამედიცინო განათლებისა და გამოცდილების, პაციენტის ცოდნის, სურვილებისა და ღირებულებების შეჯამებით საუკეთესო და ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოინახება. თუმცა ამ პროცესს მრავალი სირთულეც ახლავს თან.