ეთიკური სირთულეები | მკურნალი.გე
  1. ეთიკური სირთულეები
  2. გენეტიკა (საფუძვლები)
  3. საფუძვლები
ეთიკური სირთულეები

ახალი გენეტიკური სადიაგნოზო და სამკურნალო შესაძლებლობები მათი გამოყენების შესახებ მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულების წარმოქმნას განაპირობებს. არსებობს შეშფოთების საფუძველი პიროვნების გენეტიკური ინფორმაციის არამიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. მაგალითად, პირებს, რომელთა გენეტიკური მახასიათებლები განაპირობებს გარკვეული დაავადებებისადმი მათ მიდრეკილებას, შეიძლება უარი უთხრან დასაქმებაზე ან ჯანმრთელობის დაზღვევაზე.

მძიმე დარღვევების განმაპირობებელი გენური ანომალიების პრენატალურმა სკრინინგმა ფართო აღიარება პოვა. თუმცა, არსებობს სიფრთხილის საფუძველიც, რადგან სკრინინგი შეიძლება სასურველი ნიშან-თვისებების (მაგალითად, ფიზიკური შეხედულების ან გონებრივი შესაძლებლობების) შესარჩევად იქნეს გამოყენებული.

სერიოზულ აზრთა სხვაობას იწვევს ადამიანის კლონირების საკითხი. ჯერჯერობით ადამიანის კლონირება ტექნიკურად შეუძლებელია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ კლონირებისას გაცილებით მაღალია სიკვდილისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამომწვევი მძიმე დეფექტების განვითარების შესაძლებლობა, ვიდრე ბუნებრივი მეთოდებით გამრავლებისას. კლონირების გზით ადამიანის შექმნა არაეთიკურად ითვლება და, ჩვეულებრივ, კანონით იკრძალება.