კანის ბიოლოგია | მკურნალი.გე
  1. კანის ბიოლოგია
  2. კანის დაავადებები
კანის ბიოლოგია

კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, იგი ასრულებს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას, მათ შორის, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, უზრუნველყოფს წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებას, აღიქვამს ტკივილსა და შეხებას, ორგანიზმში აკავებს საჭირო ქიმიურ ნივთიერებებს და ნუტრიენტებს, ქმნის ბარიერს სახიფათო ნივთიერებებისთვის ორგანიზმში მოსახვედრად, იცავს სხეულს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. გარდა ამისა, კანის ფერი, სტრუქტურა და მისი ზედაპირი პიროვნებას ინდივიდუალურს ხდის. ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც არღვევს კანის ნორმალური ფუნქციონირების უნარს, შესაძლოა ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი გახდეს.