კარდიომიოპათია | მკურნალი.გე
  1. კარდიომიოპათია
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
კარდიომიოპათია

კარდიომიოპათია არის გულის საკნების კუნთოვანი კედლების სტრუქტურისა და ფუნქციის პროგრესირებადი გაუარესება.

კარდიომიოპათია ბევრი დაავადების შედეგი შეიძლება იყოს, თუმცა ზოგჯერ გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა ვერ ხერხდება. კარდიომიოპათიის ძირითადი ტიპებია: დილატაციური, ჰიპერტროფიული და რესტრიქციული. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ამ ფორმების თანხვდენა. კარდიომიოპათიების დროს ხშირია გულის უკმარისობის სიმპტომები, ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი გულმკერდში, გულის წასვლა, უეცარი სიკვდილი.