ანევრიზმა და აორტის განშრევება | მკურნალი.გე
  1. ანევრიზმა და აორტის განშრევება
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ანევრიზმა და აორტის განშრევება

აორტა, რომლის დიამეტრი დაახლოებით 2,5სმ-ია, არის ორგანიზმის ყველაზე დიდი არტერია. ის გულის მარცხენა პარკუჭიდან იღებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს და აწვდის მთელ ორგანიზმს, გარდა ფილტვებისა (რომელიც სისხლს მარჯვენა პარკუჭიდან იღებს). მას შემდეგ, რაც აორტა გულიდან გამოდის, მას გამოეყოფა ტოტები, რომლებიც სისხლს თავს და ზედა კიდურებს აწვდიან. შემდეგ აორტა აკეთებს რკალს, ეშვება დაბლა მენჯისკენ. მისი ღეროს გასწვრივ მარცხენა პარკუჭიდან მუცლის ქვედა ნაწილამდე (მენჯამდე) აორტიდან გამოდის დამატებითი უფრო მცირე ზომის არტერიები. ამ ადგილას (მენჯის დონეზე) აორტა იყოფა თეძოს 2 არტერიად, რომლებიც ქვედა კიდურებს სისხლით ამარაგებენ.

აორტის დაავადებები მოიცავს გამობერილობებს (ანევრიზმა) მისი კედლის სუსტ ნაწილში და მისი კედლის შრეების სეპარაციას/განშრევებას (დისექცია). ამ დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი სიკვდილი, თუმცა მათ განვითარებას, როგორც წესი, წლები სჭირდება. ანევრიზმები შეიძლება განვითარდეს სხვა არტერიებშიც.