პლევრის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. პლევრის დაავადებები
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
პლევრის დაავადებები

პლევრა არის თხელი, გამჭვირვალე გარსი, რომლის ერთი ფურცელი ფარავს ფილტვებს, ხოლო მეორე ამოფენს გულმკერდის ღრუს შიგნიდან. პლევრის აღნიშნული ორი ფურცელი მჭიდრო კონტაქტშია ერთმანეთთან, მათ შორის არის მცირე რაოდენობით სითხე, რომელიც ლუბრიკანტის როლს ასრულებს, შემხებ ზედაპირებს ხდის გლუვს, რაც სუნთქვისას მათ ადვილად სრიალს უზრუნველყოფს.

ზოგიერთი პათოლოგიის დროს ადგილი აქვს პლევრის ფურცლებს შორის სითხის (პლევრული გამონაჟონის) ან ჰაერის (პნევმოთორაქსი) ჭარბი რაოდენობით დაგროვებას. დაგროვილი სითხე ან ჰაერი ახდენს ზეწოლას ფილტვის ქსოვილზე, შედეგად ირღვევა ერთი ან ორივე ფილტვის ვენტილაცია და შესაძლებელია, განვითარდეს ფილტვის ქსოვილის კოლაფსი.