საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა | მკურნალი.გე
  1. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა
  2. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა სიმპტომები და დიაგნოსტიკა

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა მოიცავს: ძვლებს, კუნთებს, სახსრებს, იოგებს, მყესებს და სინოვიურ ჩანთებს. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი შეიძლება დაზიანდეს ტრავმის ან მთელი რიგი დაავადებების დროს. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დიაგნოსტირებისათვის არსებობს სხვადასხვა სადიაგნოზო საშუალება, თუმცა დიაგნოსტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ექიმის მიერ ჩატარებული გასინჯვაა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი, სისუსტე, დაჭიმულობა, ხმაური სახსრებში და მოძრაობის დიაპაზონის შემცირება. ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, შეშუპება, სიმხურვალე, მგრძნობელობის მატება, ფუნქციის დარღვევა და ზოგჯერ სიწითლე. იგი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს შეიძლება განვითარდეს, მათ შორისაა აუტოიმუნური დაავადებები და ინფექციები. ანთებითი პროცესი აზიანებს სახსარს. ამ დროს შეიძლება დაგროვდეს სითხე, გამოიწვიოს შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა.