წამლის შეყვანა და კინეტიკა | მკურნალი.გე
  1. წამლის შეყვანა და კინეტიკა
  2. წამლები
წამლის შეყვანა და კინეტიკა

წამლის შეყვანა გულისხმობს წამლის მიცემას რომელიმე მეთოდის გამოყენებით (რომელიმე გზით). წამლის კინეტიკა (ფარმაკოკინეტიკა) მოიცავს ორგანიზმის ზემოქმედებას წამალზე, წამლის შეწოვის, განაწილების, გარდაქმნის (მეტაბოლიზმის) და გამოყოფის (ელიმინაციის) ჩათვლით, აგრეთვე ზემოხსენებული პროცესების ხანგრძლივობას.

წამლით მკურნალობისათვის აუცილებელია, წამლის მიტანა მის სამიზნე ადგილზე, თუ ადგილებზე – ქსოვილებში არსებულ ადგილებში, სადაც წამალი თავის მოქმედებას ავლენს. ჩვეულებრივ, წამალი ორგანიზმში ხვდება (წამლის შეყვანის პროცესი) ამ ადგილებისაგან მოშორებით. წამალი უნდა მოხვდეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში (შეწოვის პროცესი) და გადატანილ იქნეს მისი მოქმედების ადგილას (განაწილების პროცესი). ზოგიერთი წამალი ქიმიურად ორგანიზმის ზემოქმედებით გარდაიქმნება (მეტაბოლიზმის პროცესი) მოქმედების დაწყებამდე, ზოგი კი მოქმედების დასრულების შემდეგ, ზოგი კი საერთოდ არ მეტაბოლიზდება. საბოლოო ეტაპია წამლისა და მისი დაშლის პროდუქტების (მეტაბოლიტების) გამოყოფა ორგანიზმიდან (ელიმინაციის პროცესი).

მრავალი ფაქტორი, მათ შორის პირის გენეტიკა (გენების კომპლექტი) გავლენას ახდენს ზემოხსენებულ პროცესებზე. დაბერებასთან დაკავშირებული პროცესები ასევე ცვლიან ორგანიზმის წამალზე ზემოქმედებას.