კუნთოვანი დისტროფიები და მასთან დაკავშირებული დაავადებები | მკურნალი.გე
  1. კუნთოვანი დისტროფიები და მასთან დაკავშირებული დაავადებები
  2. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
კუნთოვანი დისტროფიები და მასთან დაკავშირებული დაავადებები

კუნთოვანი დისტროფიები კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფია, რომლის დროსაც კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ერთი ან მეტი გენის დეფექტი ვლინდება, რაც სხვადახვა სიმძიმის კუნთების სისუსტეს განაპირობებს. კუნთების სხვა მემკვიდრეობითი დაავადებები მოიცავს თანდაყოლილ მიოპათიებს, პერიოდულ დამბლას და გლიკოგენის დაგროვების დაავადებებს. გლიკოგენის დაგროვების დაავადებები იშვიათი გენეტიკური დაავადებების ჯგუფია, რომლის დროსაც კუნთები ნორმალურად ვერ ამუშავებენ შაქრებს, შედეგად იქმნება გლიკოგენის (სახამებელი, რომელიც შაქრებისგან წარმოიქმნება) დიდი მარაგი.