კუნთების, სასახსრე ჩანთისა და მყესების დაავადებები | მკურნალი.გე
  1. კუნთების, სასახსრე ჩანთისა და მყესების დაავადებები
  2. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
კუნთების, სასახსრე ჩანთისა და მყესების დაავადებები

სხეულის ნორმალური გადაადგილებისათვის, კუნთები, სასახსრე ჩანთები, მყესები და ძვლები უნდა იყოს ჯანმრთელი და გამართულად მუშაობდეს. კუნთები, რომელთა შეკუმშვა მოძრაობას განაპირობებს, ძვლებთან მყესების საშუალებითაა დაკავშირებული. სასახსრე ჩანთები ბრტყელი პარკისებრი წარმონაქმნებია, რომლებიც სასახსრე (სინოვიურ) სითხეს შეიცავს. ისინი ხახუნის ძალას ამცირებენ იქ, სადაც კანი, კუნთები, მყესები და იოგები ძვალთან შეხებაშია მოძრაობის დროს.

სპორტული აქტივობების დროს ხშირია კუნთების, სასახსრე ჩანთების და მყესების დაზიანება. აღნიშნული სტრუქტურების დროებითი ან მუდმივი დაზიანების გამოწვევა შესაძლებელია ტრავმის, გადაჭარბებული დატვირთვის, ინფექციის ან გარკვეული დაავადებების შემთხვევაში. დაზიანება იწვევს ტკივილს, მოძრაობის კონტროლისა და სიფართის შეზღუდვას.