ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა | მკურნალი.გე
  1. ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა

ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის თავდაპირველად ნევროლოგიური გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. ამის მეშვეობით კუნთების ზოგიერთი პათოლოგიის დიაგნოზიც შეიძლება დაისვას, რადგან კუნთის შეკუმშვა მისი ნერვით სტიმულაციაზეა დამოკიდებული.

ნევროლოგიური გამოკვლევის ორი მთავარი ნაწილია ავადმყოფობის ისტორიის გამოკითხვა და გასინჯვა. საჭიროების შემთხვევაში სხვა პროცედურებიც ტარდება, რათა დადასტურდეს დიაგნოზი ან გამოირიცხოს სხვა შესაძლო დაავადებები. ნევროლოგიური გამოკვლევა განსხვავდება ფსიქიატრის მიერ პაციენტის გასინჯვისგან, რადგან ამ უკანასკნელის დროს ძირითადი ყურადღება ადამიანის ქცევას ეთმობა. თუმცა, გამოკვლევის ამ ორ სახეს საერთოც ბევრი აქვს, რადგან ქცევის დარღვევები ხშირად გვაწვდის ინფორმაციას ტვინის ამა თუ იმ ნაწილის მდგომარეობაზე.