წელისა და კისრის ტკივილი ექიმთან ვიზიტის ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა. მათ, უხშირესად, ხერხემლის პათოლოგიები იწვევს, მათ შორის – ხერხემლის შემადგენელი ძვლების (მალების) და დამაფიქსირებელი კუნთების ან იოგების პათოლოგიური ცვლილებები. ზოგჯერ წელისა და კისრის ტკივილის მიზეზი სხვა დაავადებებია, მაგ.: კუჭის წყლული, ფილტვების ანთება, მენსტრუაციისწინა სინდრომი ან წინამდებარე ჯირკვლის ინფექცია. ზოგი დარღვევა მხოლოდ ზურგის ან კისრის ტკივილს იწვევს, ზოგი – ორივეს.