წელისა და კისრის ტკივილი | მკურნალი.გე
  1. წელისა და კისრის ტკივილი
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
წელისა და კისრის ტკივილი

წელისა და კისრის ტკივილი ექიმთან ვიზიტის ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა. მათ, უხშირესად, ხერხემლის პათოლოგიები იწვევს, მათ შორის – ხერხემლის შემადგენელი ძვლების (მალების) და დამაფიქსირებელი კუნთების ან იოგების პათოლოგიური ცვლილებები. ზოგჯერ წელისა და კისრის ტკივილის მიზეზი სხვა დაავადებებია, მაგ.: კუჭის წყლული, ფილტვების ანთება, მენსტრუაციისწინა სინდრომი ან წინამდებარე ჯირკვლის ინფექცია. ზოგი დარღვევა მხოლოდ ზურგის ან კისრის ტკივილს იწვევს, ზოგი – ორივეს.