პერიფერიულ ნერვთა დაავადებები | მკურნალი.გე
  1. პერიფერიულ ნერვთა დაავადებები
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
პერიფერიულ ნერვთა დაავადებები

პერიფერიული ნერვული სისტემა ცენტრალური ნერვული სისტემის ანუ თავისა და ზურგის ტვინის გარეთ მდებარე ნაწილებს მოიცავს. მასში შედის ნერვები, რომლებიც აკავშირებს თავს, სახეს, თვალებს, ცხვირს, კუნთებსა და ყურებს თავის ტვინთან (თავის ტვინის ნერვები) და ასევე, ზურგის ტვინს – დანარჩენ სხეულთან (ზურგის ტვინის 31 წყვილი ნერვი). პერიფერიული ნერვული სისტემა ასევე მოიცავს 100 მილიარდზე მეტ ნერვულ უჯრედს მთელ ორგანიზმში. ნერვის ფუნქციის მოშლა შესაძლოა მისი რომელიმე ნაწილის დაზიანებამ გამოიწვიოს:

  • აქსონის (მორჩი, რომელიც გზავნის სიგნალებს);

  • ნერვული უჯრედის სხეული;

  • მიელინის გარსი (ქსოვილი, რომელიც გარს აკრავს აქსონს და აჩქარებს ნერვული იმპულსების მოძრაობას – იხ. ილუსტრაცია გვ. 863).

თუ მამოძრავებელი ნერვი (რომელიც კუნთების შეკუმშვას ასტიმულირებს) დაზიანდა, კუნთები სუსტდება ან დამბლა ვითარდება. მგრძნობიარე ნერვის დაზიანების შემთხვევაში (რომელსაც გადააქვს ინფორმაცია შეგრძნებების შესახებ), მგრძნობელობა იკარგება ან უჩვეულო შეგრძნებები ვითარდება. პერიფერიულ ნერვთა ზოგი დაავადება პროგრესირებადი და სასიკვდილოა.