სომატოფორმული აშლილობები | მკურნალი.გე
  1. სომატოფორმული აშლილობები
  2. ფსიქიკური დაავადებები
სომატოფორმული აშლილობები

სომატოფორმულ აშლილობებს2 მიაკუთვნებენ ფსიქიკურ დაავადებებს, რომელთა დროსაც ფიზიკური სიმპტომების სრულყოფილად ახსნა სომატური დაავადებით ვერ ხერხდება; სხვა შემთხვევაში ადამიანი ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი გარეგნობის უმნიშვნელო ან არარსებულ დეფექტს. ყოველივე ზემოხსენებული დაავადებად განიხილება, თუ მნიშვნელოვან გასაჭირს უქმნის ადამიანს, ართულებს მის ყოველდღიურ ყოფას.

სომატოფორმულ აშლილობებს მიეკუთვნება აშლილობები, რომლებსაც წინათ ფსიქოსომატურ აშლილობებს უწოდებდნენ. სომატოფორმული აშლილობის დროს სომატური სიმპტომების სრულყოფილად ახსნა რომელიმე ფიზიკური დაავადებით ვერ ხერხდება. ადამიანები სომატოფორმული აშლილობით ავადმყოფობას არ იგონებენ, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ მძიმე ფიზიკური დაავადება აქვთ. სომატოფორმულ აშლილობებს მიეკუთვნება სხეულის დისმორფული აშლილობა, კონვერსიული აშლილობა, იპოქონდრია, სომატიზებული აშლილობა და ტკივილის აშლილობა. ავადდებიან ბავშვებიც. მკურნალობა ტარდება სომატოფორმული აშლილობის ფორმის მიხედვით.