ენდოკრინული სისტემის ბიოლოგია | მკურნალი.გე
  1. ენდოკრინული სისტემის ბიოლოგია
  2. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ენდოკრინული სისტემის ბიოლოგია

ენდოკრინული სისტემა შედგება ჯირკვლებისა და ორგანოებისგან, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა პროცესს არეგულირებენ ჰორმონების წარმოქმნისა და გამოყოფის გზით. ამ სისტემის ჯირკვლებს სადინარები არა აქვთ და თავიანთ ჰორმონებს პირდაპირ სისხლში გამოათავისუფლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ენდოკრინულ ორგანოებს სხვადასხვა და ხშირად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფუნქციები აქვთ, მათ ტრადიციულად მაინც ერთ ჯგუფად განიხილავენ, რაც, შესაძლოა, არც ისე მნიშვნელოვანი იყოს სამედიცინო განათლების არმქონე პირებისთვის. ექიმებს, რომელთა სპეციალობაც ენდოკრინული სისტემის დარღვევების მკურნალობაა, ენდოკრინოლოგებს უწოდებენ. მრავალ მათგანს კიდევ უფრო ვიწრო სპეციალიზაცია აქვს და რომელიმე კონკრეტული ჯირკვლის დაავადებების ექიმია.